|
2016-05-04 18:12:45, 892 ნახვა
სამხედრო
აშშ-ში „ძლიერთა თამაშების“ მონაწილეთა მისალმების ცერემონია გაიმართა
ამერიკის შეერთებულ შტატებში, ფლორიდის შტატის ქალაქ ორლანდოში „ძლიერთა თამაშების“ (Invictus Games 2016) მონაწილეთა მისალმების ცერემონია გაიმართა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ცერემონიაზე სხვა მონაწილეებთან ერთად საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეთა გუნდი წარადგინეს, შესრულდა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი. დაჭრილ სამხედრო მოსამსახურეთა გუნდის კაპიტანმა მაიორმა ბესარიონ ღუდუშაურმა და ღონისძიების ერთ-ერთმა ორგანიზატორმა აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის მხრიდან, თომას ლაკროსმა სიმბოლური საჩუქრები გაცვალეს. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის გამართულ ბრძოლებსა და საერთაშორისო ოპერაციებში დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეები აშშ-ში, ქალაქ ორლანდოში, გაერთიანებული სამეფოს პრინცის, მისი აღმატებულება პრინც ჰარის პატრონაჟით გამართულ „ძლიერთა თამაშებში“ მონაწილეობენ. საერთაშორისო შეჯიბრება 8-12 მაისს უოლტ დისნეის ESPN სპორტულ კომპლექსში გაიმართება.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)