04:09 - 21 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-03 18:08:17, 803 ნახვა

სამართალი
ირაკლი შოთაძე: ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით უცხოელ კოლეგებს 20-მდე შუამდგომლობა გადაეგზავნათ

საქართველოს მთავარი პორკურორის, ირაკლი შოთაძის თქმით, ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით უცხოელ კოლეგებთან სხვადასხვა ქვეყანაში 20-მდე შუამდგომლობაა გაგზავნილი.

როგორც პროკურორმა განმარტა, საქმეზე მუშაობა მიმდინარეობს, თუმცა ამ ეტაპზე დამატებით ინფორმაციას საზოგადოებას ვერ მიაწოდებს.

"მოგახსენებთ, რომ ამგვარი სახის დანაშაულის გამოძიება სპეციფიური და დროში გაჭიანურებულია, რადგან ის ინფორმაცია და მტკიცებულებები, რაც საჭიროა ობიექტური ჭეშმარიტების დასადგენად, ჩვენს ხელთ არ არის. ამიტომ გვჭირდება ჩვენი უცხოელი კოლეგების დახმარება.

შემიძლია, გითხრათ, რომ 20-მდე სამართლებლივი დახმარების შუამდგომლობა გვაქვს გაგზავნილი სხვადასხვა ქვეყანაში, პასუხების ნაწილი მოსულია, ნაწილს ჯერ კიდევ ველოდებით. ჩვენ საქართველოშიც გვაქვს ჩატარებული გამოძიების დიდი ნაწილი, ამ ეტაპზე უფრო მეტს ვერ გეტყვით ამ საქმესთან დაკავშირებით", - განაცხადა ბათუმში ჟურნალისტებთან საუბრისას ირაკლი შოთაძემ. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ოპოზიციის ალიანსი მიხეილ სააკაშვილის განცხადებებს ემიჯნება და მას კონფრონტაციულს უწოდებს
სუს-ი აღიარებს, რომ რუსეთი საქართველოს ტერიტორიების ანექსიას აწყობს
ბერ ნიკოლოზ (ნარიმან) მაქარაშვილს 23 აპრილს ჯიქიას სასაფლაოზე დაკრძალავენ
რუსეთმა ბიუჯეტის დეფიციტის დასაფინანსებლად 22 ტონა ოქრო გაყიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics