|
2016-05-03 12:37:11, 809 ნახვა
პოლიტიკა
ნიკა მელია თბილისის მერიის მაღალჩინოსნებსა და ბიძინა ივანიშვილს მოუწოდებს, დანაშაულებრივი აუქციონი შეწყვიტონ
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის მოადგილე ნიკა მელია თბილისის მერიის მაღალჩინოსნებსა და ბიძინა ივანიშვილს მოუწოდებს შეწყვიტონ დანაშაულებრივი აუქციონი, რომელიც ბოტანიკური ბაღის ტერიტორიის გაყიდვას ისახავს მიზნად. „საზოგადოების პროტესტის მიუხედავად, დღეს 17:00 ზე თბილისის მერია ჯიუტად მაინც ატარებს აუქციონს, სადაც დაგეგმილია ბიძინა ივანიშვილისთვის წინასწარი დანაშაულებრივი შეთანხმებით და უამრავი პროცედურული დარღვევებით იმ 29 ჰექტარის აუქციონის წესით გადაცემა, სადაც ჯერ კიდევ 2 კვირის წინ თბილისისთვის და თბილისელებისთვის მიმდინარეობდა გზის მშენებლობა! როგორც უკვე ცნობილია, ივანიშვილმა ბოტანიკური ბაღისგან უჩუმრად, მიიტაცა 4 ჰექტარი მიწისნაკვეთი, ისე რომ 1, 5 ნახევრიან ქალაქში არავინ იცოდა გარდა ნარმანიას, ბოტანიკური ბაღის დირექტორისადა თავად ივანიშვილისა! დღეს კი ივანიშვილი სულ რამდენიმე საათში აპირებს გახდეს შუაგულ თბილისში29 ჰექტარი სახელმწიფო ტერიროტიის კერძო მფლობელი, რომლის რეალიზაციაც არც ერთ წინა მთავრობას აზრადაც კი არ მოსვლია! კიდევ ერთხელ და ამჯერად უკანასკნელად მინდა მივმართო ამ მავნებლობაში მონაწილე ყველაპასუხისმგებელ პირს - დაწყებული მერიის ქონების მართვის სამსახურის უფროსით, დამთავრებულიბატონებით - ნარმანია და ივანიშვილი! შეწყვიტეთ დანაშაულებრივი აუქციონი ! იმ შემთხვევაში, თუ მერია მილიარდელის ნებას მაინც დაჰყვება და არაფრად ჩააგდებს საზოგადოებრივინტერეს და მეტიც - მის წინააღმდეგ წავა, დაიწყება საზოგადოების აქტიური პროტესტი, სადაცგაერთიანდება ყველა - იქნება ეს განსხვავებული პოლიტიკური მოსაზრებების მქონე თბილისელი,სხვადასხვა ვიწრო პროფესიული ჯგუფების წარმომადგენელი თუ უბრალოდ თბილისის გულშემატკივარი! საკითხი, რომელიც თბილისს ეხება, ზეპარტიულია და ყველანი მიუხედავად პროფესიისა დაპოლიტიკური მრწამსისა, ვალდებულები ვართ გავერთიანდეთ! ჩვენ ველოდებით აუქციონის შედეგს და ამ შედეგის გათვალისწინებით დავიწყებთ სხვადასხვა ჯგუფებთან აქტიურ კონსულტაციებსა და შეთანხმებული გეგმის შესახებ საზოგადოებას უმოკლეს ვადაში ვაცნობებთ!“,-აცხადებს ნიკა მელია.
პროკურატურა ამტკიცებს რომ ღობის საქმის პროკურორზე მამის ბიზნესების გამო, თავდასხმა ხორციელდება
შსს-მ გენოციდის ხსოვნის დღეს თურქეთის საელჩოსთან აქციის გამართვის უფლება არ მისცა.
ამერიკელი პოლიტიკოსები გმობენ ტრამპთან სადილზე სროლას
ბათუმში ძალადობის და ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)