03:59 - 06 Jun, 2026
|
2015-01-08 11:45:18, 3789 ნახვა
სამართალი
საგამოძიებო სამსახურმა თაღლითობის ფატქზე ერთი პირი დააკავა
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა თაღლითობის ფატქზე, მოქალაქე დავით ჯინჭარაძე დააკავა. საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ბრალდებული ერთ-ერთ მოქალაქეს დაჰპირდა, მსჯავრდებული პირის შეწყალების სანაცვლოდ, შეწყალების კომისიის წევრებს გადასცემდა 5 000 ლარს, რის შედეგადაც მსჯავრდებული გათავისუფლდებოდა დარჩენილი მოსახდელი სასჯელისაგან. მათივე ცნობით, აღნიშნულ თანხას დავით ჯინჭარაძე მოტყუებით, თაღლითურად დაეუფლა. დანაშაულებრივ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების აღკვეთას ვადით 6-დან 9 წლამდე ითვალისწინებს.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
რუსეთმა კიევზე, დნეპრისა და ხარკოვზე დრონებითა და სარაკეტო იერიში მიიტანა, ათი ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)