01:05 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-02 12:46:00, 635 ნახვა

სამხედრო
დაღუპული სამხედროების პატივსაცემად თავდაცვის სამინისტროში მემორიალი გაიხსნა

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებსა და სამშვიდობო ოპერაციებში დაღუპული ქართველი სამხედრო მოსამსახურეების ხსოვნის პატივსაცემად თავდაცვის სამინისტროს ეზოში მემორიალი გაიხსნა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მემორიალი საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილემ, პოლკოვნიკმა ნიკოლოზ აგლაძემ გახსნეს. მათ მემორიალი გვირგვინით შეამკეს და წუთიერი დუმილით კიდევ ერთხელ მიაგეს პატივი დაღუპული სამხედროების ხსოვნას.

თავდაცვის მინისტრმა გმირულად დაღუპული ქართველი სამხედროების წვლილზე გაამახვილა ყურადღება და თავდაცვის უწყების ეზოში მემორიალის გახსნის მნიშვნელობაზე ისაუბრა. „ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თავდაცვის სამინისტროში, ისევე როგორც შეიარაღებული ძალების სხვადასხვა ბრიგადებში იყოს იმ ადამიანების მემორიალი, რომელთა გმირობის ამბავი, ქვევა, ცხოვრება მუდმივად უნდა გვახსოვდეს. სწორედ ამ ბიჭების დამსახურებაა, რომ დღეს შეიარაღებული ძალები ისეთი ძლიერია, როგორც დღეს არის. ამ ბიჭების და იმ მორალური მაგალითების დამსახურებაა, რომ ჩვენი სამხედრო მოსამსახურეები თავს ამაყად გრძნობენ. ეს მემორიალი ორმაგი დანიშნულების იქნება. ერთი - როგორც მუდმივი ხსოვნა და შეხსენება მათი საგმირო ცხოვრების. მეორეს მხრივ, გვინდა, რომ ყველა ჩვენი უცხოელი სტუმარი, რომელიც თავდაცვის სამინისტროში ხშირად გვყავს, მუდმივად მიაგებდეს პატივს ამ ბიჭების ხსოვნას და მათ გმირობას. ამიტომ, მათთვისაც და მთელი მსოფლიოსთვის სათქმელადაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თავდაცვის სამინისტროს ჰქონდეს მემორიალი, რომელსაც ყოველდღიურად, მუდმივად გავუვლით და გაგვახსენდება, რომ აქ, ამ ტერიტორიაზე ჩვენამდე დადიოდა ის ხალხი, რომლის დამსახურებაცაა ქვეყნის სიძლიერე და დამოუკიდებლობა,“ - აღნიშნა თინათინ ხიდაშელმა.

მემორიალის გახსნას დაესწრნენ ასევე, საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე დავით ებრალიძე, ეროვნული გვარდიის მეთაური, ბრიგადის გენერალი ლევან გამყრელიძე, უწყების სხვა ხელმძღვანელი პირები და ვეტერანთა საქმეების სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე კობა კობალაძე.

ეროვნული გვარდიის სამხედრო სასულე ორკესტრის მიერ საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი და სამგლოვიარო მარში შესრულდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics