|
2016-04-30 18:59:19, 863 ნახვა
სამხედრო
სამხედრო საჩვენებელმა ორკერსტრმა ჯაზის დღისადმი მიძღვნილ კონცერტში მიიღო მონაწილეობა
საქართველოს შეიარაღებული ძალების ეროვნული გვარდიის სამხედრო საჩვენებელმა ორკერსტრმა ჯაზის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ კონცერტში მიიღო მონაწილეობა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამხედრო-საჩვენებელმა ორკესტრმა კონცერტი გახსნა და პოპულარული ჯაზჰიტები: IN THE MOOD (JOE GARLAND); BLUE RONDO A LA TURKE (DAVE BRUBECK), CANTALOUPE ISLAND (HERBIE HANCOCK) შეასრულა. ორკესტრის ხელმძღვანელმა, კაპიტანმა კობა მერმანიშვილმა მსგავსი კონცერტების როლზე და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში სამხედრო ორკესტრების მონაწილეობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. ჯაზის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, თბილისის საკონცერტო დარბაზში კონცერტი ჯგუფმა VOLCAN-მა გამართა. ღონისძიება საქართველოში აშშ-ს საელჩოს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, ქალაქ თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის, „თიბისი ბანკის“ პერსონალური საბანკო მომსახურება „თიბისი სტატუსის“ მხარდაჭერით, სპეციალურად ჯაზის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად ჩატარდა. 30 აპრილი ჯაზის საერთაშორისო დღეა. ეს დღე 2011 წლის ნოემბერში იუნესკოს გენერალური დირექტორის ირინა ბოკოვასა და იუნესკოს კეთილი ნების ელჩის, მუსიკოს ჰერბი ჰენკოკის ინიციატივით დაწესდა. ჯაზის დღეს მსოფლიოს რამდენიმე ათეული ქვეყანა აღნიშნავს, მათ შორის არის საქართველოც.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)