|
2016-04-28 13:14:45, 461 ნახვა
პოლიტიკა
თურქეთის ელჩი: თურქეთსა და საქართველოს შორის რაიმე სახის ტერიტორიის გაცვლა არ მომხდარა
თურქეთსა და საქართველოს შორის რაიმე სახის ტერიტორიის გაცვლა არ მომხდარა, - ამის შესახებ საქართველოში თურქეთის ელჩმა, ზექი ლევენთ გუმრუქჩუმ განაცხადა. აღნიშნულ განცხადებას თურქეთის საელჩო ავრცელებს. „თურქეთ-საქართველოს საზღვრის შესახებ ბოლო დღეებში პრესაში გავრცელებულ ზოგიერთ ინფორმაციასთან დაკავშირებით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გუშინ გაკეთებული განცხადება ყველაზე ნათლად განმარტავს ამ საკითხთან დაკავშირებულ მდგომარეობას. შეგახთურქული გამოცემა Daily Sabah-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველომ თურქეთს სასაზღვრო რაიონში მდებარე 6 ჰექტარი მიწა გადასცა. Daily Sabah-ის ცნობით, ანკარამ ამ ტერიტორიაზე კონტროლი მაშინ დაკარგა, როცა ართვინის ერთ-ერთი მდინარის, ჩაკსუს კალაპოტი შეიცვალა და სასაზღვრო მიწის ნაწილი ბუნებრივად საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩნდა. მედიის ინფორმაციით, საქართველომ თურქეთს გადასცა მიწის ნაკვეთი, რომელიც თურქეთის პროვინცია არტაანის ნაწილი იყო და 70-იან წლებში, როცა საქართველო საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში იყო, საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩნდა. ცნობისთვის, ეს ინფორმაცია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომაც უარყო.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)