14:20 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-28 11:46:49, 399 ნახვა

პოლიტიკა
სამუშაო ადგილზე დაღუპულთა და დაშავებულთა ხსოვნის დღესთან დაკავშირებით პარლამენტთან აქცია გაიმართა

საქართველოს გაერთიანებულმა პროფესიულმმა კავშირებმა, სამუშაო ადგილზე დაღუპულთა და დაშავებულთა ხსოვნის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით პარლამენტთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია გამართეს.

აქციაზე დასაქმებულები და აქციის მონაწილეები ხელისუფლებისგან რეალური, ქმედითი შრომის ინსპექციის შექმნას ითხოვენ.

მათივე განცხადებით, ინსპექციამ სამუშაო ადგილზე შრომის, დაცვისა და სამართლიანი პირობების შესრულება უნდა გააკონტროლოს.

როგორც აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ და პროფესიული კავშირების წევრმა, თამაზ დოლენჯაშვილმა აღნიშნა, ისინი მოითხოვენ 8 საათიან გარანტირებულ სამუშაო დღეს, ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურების დისკრიმინაციული წესის შეცვლას, დასაქმებული ქალების შრომითი უფლებების გაუმჯობესებას, შრომითი უფლებების დაცვას და უმუშევრობის შემწეობის დაწესებას.

პარლამენტის წინ მათ მოტანილი აქვთ ტრანსპარანტები წარწერით "ვილოცოთ გარდაცვლილთათვის", "იქნება სოლიდარობა ყველაფერი გამოვა", "შრომა სამართლიანობა სოლიდარობა", "შრომის ინსპექციის არარსებობა+დეკორაციული შრომის ინსპექცია". მათ ასევე სამუშაო ადგილზე დაღუპულთა ხსოვნის საპატივცემულოდ სანთლები დაანთეს. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ამერიკელი პოლიტიკოსები გმობენ ტრამპთან სადილზე სროლას
ბათუმში ძალადობის და ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს
ჩერნობილის 40 წელი - კატასტროფა, რომლის დამალვაც სცადეს
უკრაინული დრონები თავს დაესხნენ ობიექტებს რუსეთის ფედერაციის იაროსლავისა და ვოლოგდას რეგიონებში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics