13:07 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-28 11:33:14, 610 ნახვა

საზოგადოება
2014 წლის აღწერით, საქართველოს მოსახლეობის 47.7 %-ს მამაკაცები შეადგენენ, ხოლო 52.3%-ს - ქალები

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მოსახლეოობის 2014 წლის აღწერის შედეგების მიხედვით საქართველოს მოსახლეობის 47.7 %-ს მამაკაცები შეადგენენ, ხოლო ქალები -  52.3%-ს.

საქალაქო დასახლებებში მცხოვრებ მოსახლეობის 46.2%-ს მამაკაცები, ხოლო 53.8%-ს - ქალები შეადგენენ. რაც შეეხება სასოფლო დასახლებებს აღწერის შედეგების მიხედვით, აქ მამაკაცები მთლიან მოსახლეობაში 49.8%-ს შეადეგენენ, ხოლო ქალების წილი - 50.2%-ია.

2002 წლის აღწერასთან შედარებით, 0-14 წლის ასაკობრივი ჯგუფის მოსახლეობის წილი მთლიან მოსახლეობაში 2.4% წილით შემცირდა და 18.6% შეადგინა, ხოლო 0.8 % წილით გაიზარდა 15-64 წლის ასაკობრივი ჯგუფის წილი. 2002 წლის აღწერასთან შედარებით, 65 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობის წილი მთლიან მოსახლეობაში 1.1%-ით არის გაზრდილი. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ამერიკელი პოლიტიკოსები გმობენ ტრამპთან სადილზე სროლას
ბათუმში ძალადობის და ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს
ჩერნობილის 40 წელი - კატასტროფა, რომლის დამალვაც სცადეს
უკრაინული დრონები თავს დაესხნენ ობიექტებს რუსეთის ფედერაციის იაროსლავისა და ვოლოგდას რეგიონებში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics