|
2016-04-27 19:15:48, 335 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი კვირიკაშვილი პოლსონის ინსტიტუტის წარმომადგენლებს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა პოლსონის ინსტიტუტის წარმომადგენელებთან გამართულ შეხვედრაზე საქართველოს რეგიონულ როლსა და "ახალი აბრეშუმის გზის" პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა. როგორც "ექსპრესნიუსს" მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს, პოლსონის ინსტიტუტის თავმჯდომარემ, ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილმა ფინანსთა მინისტრმა, ჰენრი პოლსონმა გიორგი კვირიკაშვილს ჩიკაგოს ისტორიული კლუბის შენობაში უმასპინძლა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე ხაზი გაესვა "აბრეშუმის გზის" პროექტის მნიშვნელობას მასში მონაწილე ქვეყნებისთვის და ითქვა, რომ ეს ეკონომიკური ინიციატივა ბევრ ახალ შესაძლებლობას უქმნის ქვეყნებს, რომლებიც ამ გზის გასწვრივ მდებარეობენ. საქართველოს რეგიონული როლი და მისი სატრანზიტო პოტენციალი განიხილეს. აღინიშნა, რომ საქართველოს აქვს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები ევროკავშირის წევრ ქვეყანებთან, ასევე მეზობელ ქვეყნებთან და რეგიონში არის პირველი, რომელმაც წამოიწყო მოლაპარაკებები ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შესახებ. საუბარი აშშ-სა და საქართველოს შორის სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების პოტენციალსა და პერსპექტივებს შეეხო.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)