14:20 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-27 17:54:05, 415 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერი: ჩვენ ვართ რეგიონში ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც თავისუფალი და ღია ეკონომიკა აქვს

„ჩვენ ვართ რეგიონში ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც თავისუფალი და ღია ეკონომიკა აქვს“,-განაცხადა პრემიერ მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში მშვიდობის ინსტიტუიტში სიტყვით გამოსვლისას. 

პრემიერის განცხადებით, საქართველო არის ინვესტირების კუთხით ერთ-ერთი ყველაზე მომხიბვლელი ქვეყანა.

"საქართველო არის ინვესტირების კუთხით ერთ-ერთი ყველაზე მომხიბვლელი ქვეყანა. რეგიონში ჩვენ ვართ ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც აქვს თავისუფალი და ღია ეკონომიკა. საქართველოს აქვს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები ევროკავშირის ყველა წევრ ქვეყანასთან, ასევე ჩვენს მეზობლებთან. გარდა ამისა, ახლახან ჩვენ წამოვიწყეთ მოლაპარაკებები ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შესახებ," - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის ოთხპუნქტიანი რეფორმების გეგმაზე ისაუბრა.

მისი თქმით, გეგმის ეკონომიკური ბლოკი გულისხმობს ცვლილებებს საგადასახადო სისტემის შემდგომ ლიბერალიზაციას, გადასახადების ადმინისტრირების მეთოდების ძირეულ ცვლილებებს, სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე კომპანიების აქტივების დაყადაღების პრაქტიკის გაუქმებას, დამწყები ბიზნესების დაფინანსების მექანიზმების დანერგვას.

მანვე განათლების სისტემის ძირეულ რეფორმაზე, ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების სტრატეგიასა და ღია, ეფექტიანი  მმართველობის უზრუნველყოფაზე ისაუბრა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ამერიკელი პოლიტიკოსები გმობენ ტრამპთან სადილზე სროლას
ბათუმში ძალადობის და ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს
ჩერნობილის 40 წელი - კატასტროფა, რომლის დამალვაც სცადეს
უკრაინული დრონები თავს დაესხნენ ობიექტებს რუსეთის ფედერაციის იაროსლავისა და ვოლოგდას რეგიონებში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics