14:20 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-27 16:45:07, 359 ნახვა

პოლიტიკა
გია ბარამიძე: სჯობს, რომ უსუფაშვილმაც და ხელისუფლებამაც საქმე აკეთონ

სჯობს, რომ ბატონი დავითი და ზოგადად ხელისუფლება საქმის კეთებით დაკავდეს და არა იმით თუ ვინ რის ჩაწერას თუ მიწერას ცდილობს, - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერი გია ბარამიძე დავით უსუფაშვილის მიერ, ბრიუსელში გუშინ გაკეთებულ განცხადებას.

როგორც ბარამიძემ „ექსპრესნიუსს“ განუცხადა, საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის ვის რა წვლილი აქვს შეტანილი ვიზალიბერალიზაციის პროცესში.

„სჯობს, რომ ბატონი დავითი და ზოგადად ხელისუფლება საქმის კეთებით დაკავდეს და არა იმით თუ ვინ რის ჩაწერას თუ მიწერას ცდილობს. ვის რა წვლილი აქვს შეტანილი ვიზალიბერალიზაციის პროცესში ეს ჩვენმა საზოგადოებამ კარგად იცის. სჯობს საქმეს მიხედონ“, - განუცხადა „ექსპრესნიუსს“ გია ბარამიძემ.

ცნობისთვის, პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა გუშინ ბრიუსელში განაცხადა, რომ ვიზალიბერალიზაციის პროცესში „სამი მცირე“ პრობლემა არსებობს რომელსაც გათვალისწინება სჭირდება. მისი თქმით, ეს პრობლემებია: გეოპოლიტიკური ვითარება, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთი ჯგუფის ვიწრო პოლიტიკური ინტერესები, რომ ვიზალიბერალიზაცია „ნაცმოძრაობის“ ვიწრო პოლიტიკურ ინტერესებს მიებას. უსუფაშვილი მესამე პრობლემად ასახელებს იმას, რომ „ოცნების“ შიგნით არიან არც თუ ნორჩი „ლენინელები“ და „სტალინელები“.  





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ამერიკელი პოლიტიკოსები გმობენ ტრამპთან სადილზე სროლას
ბათუმში ძალადობის და ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს
ჩერნობილის 40 წელი - კატასტროფა, რომლის დამალვაც სცადეს
უკრაინული დრონები თავს დაესხნენ ობიექტებს რუსეთის ფედერაციის იაროსლავისა და ვოლოგდას რეგიონებში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics