14:20 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-27 16:43:59, 543 ნახვა

პოლიტიკა
"კომუნისტური პარტიის რიგები 1989 წლის 9 აპრილის შემდეგ დავტოვე", - მეჭიაური უსუფაშვილს პასუხობს

არ ვიცი ვინ იგულისხმა დავით უსუფაშვილმა. თუ მე მიგულისხმა იცოდეს, რომ კომუნისტური პარტია 9 აპრილის შემდეგ, პროტესტის ნიშნად დავტოვე, - ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თამაზ მეჭიაურმა განუცხადა.

დეპუტატის განცხადებით, ეს მტკიცებულება - პარტიის დახეული მანდატი დღემდე შენახული აქვს.

„კომუნისტური პარტიის რიგები 1989 წლის 9 აპრილის შემდეგ დავტოვე. ეს მტკიცებულება - დახეული პარტიის მანდატი დღესაც მაქვს შენახული.

არ ვიცი ვინ იგულისხმა დავით უსუფაშვილმა. ეს კითხვა მას დაუსვით. თუ მე მიგულისხმა იცოდეს, რომ კომუნისტური პარტია 9 აპრილის შემდეგ, პროტესტის ნიშნად დავტოვე“, - განუცხადა თამაზ მეჭიაურმა „ექსპრესნიუსს“.

ცნობისთვის, პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა გუშინ ბრიუსელში განაცხადა, რომ ვიზალიბერალიზაციის პროცესში „სამი მცირე“ პრობლემა არსებობს რომელსაც გათვალისწინება სჭირდება. მისი თქმით, ეს პრობლემებია: გეოპოლიტიკური ვითარება, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთი ჯგუფის ვიწრო პოლიტიკური ინტერესები, რომ ვიზალიბერალიზაცია „ნაცმოძრაობის“ ვიწრო პოლიტიკურ ინტერესებს მიებას. უსუფაშვილი მესამე პრობლემად ასახელებს იმას, რომ „ოცნების“ შიგნით არიან არც თუ ნორჩი „ლენინელები“ და „სტალინელები“.  





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ამერიკელი პოლიტიკოსები გმობენ ტრამპთან სადილზე სროლას
ბათუმში ძალადობის და ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს
ჩერნობილის 40 წელი - კატასტროფა, რომლის დამალვაც სცადეს
უკრაინული დრონები თავს დაესხნენ ობიექტებს რუსეთის ფედერაციის იაროსლავისა და ვოლოგდას რეგიონებში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics