12:48 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-27 14:54:30, 456 ნახვა

პოლიტიკა
წიკლაური: ბოლოს ბოტანიკური ბაღი აღა-მაჰმად ხანმა გაანადგურა, ნუ ჩაიდენთ დანაშაულს ქართული კულტურის წინაშე

მთელი მერია ერთი ადამიანის კაპრიზებს და ინტერესებს ემსახურება, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ნუგზარ წიკლაურმა თბილის ბოტანიკური ბაღის გარშემო მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

როგორც წიკლაურმა აღნიშნა, თბილისის ბოტანიკური ბაღი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, რომლის შექმნაზეც თაობები მუშაობდნენ. მისი თქმით, „ბიძინა ივანიშვილმა ბოტანიკური ბაღი არა თუ გაითავისა, არამედ მიითვისა“.

„სოლოლაკის ბაღს აქვს ძალიან დიდი ისტორია. მისი ისტორია ითვლის თითქმის 4 საუკუნეს. სხვადასხვა დროს ამ ბაღს ერქვა სეიდაბადის ბაღი, სამეფო ბაღი, ცოდნის წყარო და მრავალი მეცნიერი, რომელიც ჩამოდიოდა საქართველოში ინტერესდებოდა ამ ბაღით. ეს არის ისტორიული ბაღი ლეღვთახევში, წავკისის წყალზე და იყო პერიოდი, როდესაც მთელი მსოფლიოდან მცენარეები მოჰქონდათ აქ თბილისში, რათა შემდგომ მთელ ამიერკავკასიაში გავრცელებულიყო“, - განაცხადა წიკლაურმა.

მისივე თქმით, თბილისის ბოტანიკური ბაღის ოთხი ჰექტარი მერიამ ბიძინა ივანიშვილს მალულად გადასცა და ასევე ”საუბარია 29 ჰექტარ ტერიტორიაზე, რომელიც ივანიშვილმა უნდა მიისაკუთროს”.

 „ოთხი ჰექტარი თბილისის მერიამ ბიძინა ივანიშვილს მალულად გადასცა. ასევე საუბარია 29 ჰექტარ ტერიტორიაზე, რომელიც ივანიშვილმა უნდა მიისაკუთროს. მთელი მერია ემსახურება ერთი ადამიანის კაპრიზებს და ინტერესებს, მთელი მერია არის დაწყობილი იმისთვის, რომ გააყალბოს დოკუმენტები და მოახერხოს ისე, რომ ის, რაც საქართველოს ეკუთვნის, ერთი ხელის მოსმით, ერთ ადამიანს გადაეცეს. ეს ერთ-ერთი ყველაზე უფრო სამარცხვინო ნაბიჯია, რომელიც ხელისუფლებამ შეიძლება გადადგას”, - განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ამერიკელი პოლიტიკოსები გმობენ ტრამპთან სადილზე სროლას
ბათუმში ძალადობის და ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს
ჩერნობილის 40 წელი - კატასტროფა, რომლის დამალვაც სცადეს
უკრაინული დრონები თავს დაესხნენ ობიექტებს რუსეთის ფედერაციის იაროსლავისა და ვოლოგდას რეგიონებში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics