|
2016-04-27 10:34:51, 371 ნახვა
პოლიტიკა
კონგრესმენი ტედ პო: საერთაშორისო თანამეგობრობა საქართველოს გვერდით უნდა იდგეს
ვაშინგტონში ვიზიტით მყოფი საქართველოს პრემიერ–მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი აშშ-ს კონგრესში საქართველოს მეგობართა ჯგუფის (Georgia Caucus) წარმომადგენლებს – ტედ პოს და ჯერალდ კონოლის შეხვდა. როგორც „ექსპრესნიუსს“ მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურიდან აცნობეს, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობების ფართო სპექტრს, სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს, საქართველოს ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის პროცესს, რეგიონში მიმდინარე მოვლენებს. ყურადღება გამახვილდა საქართველოს მეგობართა ჯგუფის საქმიანობის მნიშვნელობაზე. გიორგი კვირიკაშვილმა მადლობა გადაუხადა კონგრესმენებს საქართველოს მხარდამჭერი განცხადებებისთვის. კონგრესმენებმა აღნიშნეს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია. საუბარი შეეხო ორმხრივი თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობების ჩამოყალიბების აუცილებლობას. მხარეებმა გლობალური უსაფრთხოების საკითხებზეც იმსჯელეს და ყურადღება გაამახვილეს ნატო-ს მისიებში საქართველოს მონაწილეობის მნიშვნელობაზე. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველომ არაერთხელ დაამტკიცა მზაობა, შეიტანოს წვლილი გლობალური მშვიდობის დამყარების საქმეში. "ჩვენ ვისაუბრეთ საქართველოს მთავრობის გეგმებზე და ეკონომიკურ განვითარებაზე, საქართველოსა და ამერიკის პარტნიორობაზე, რუსეთის საფრთხეზე და იმაზე, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა უნდა იდგეს საქართველოს გვერდით. ჩვენ გვინდა, განვახორციელოთ ეკონომიკური მოლაპარაკებები საქართველოსთან, ვიქონიოთ უფრო მყარი სავაჭრო ურთიერთობები. ქვეყნებს რომლებსაც აქვთ კარგი ეკონომიკური ურთიერთობა, აქვთ კარგი პარტნიორობა“, - განაცხადა კონგრესმენმა ტედ პომ შეხვედრის დასრულების შემდეგ.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)