2016-04-27 09:23:28, 599 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მერიასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
თბილისის მერიასთან „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების და მათი მხარდამჭერების აქცია მიმდინარეობს.
როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ისინი ბოტანიკური ბაღის საკუთრებაში არსებული 4 ჰექტარის ბიძინა ივანიშვილსთვის გადაცემას აპროტესტებენ.
შეკრებილები მერიის ცენტრალურ შესასვლელთან დგანან. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.
მერიაში დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაა დაგეგმილი.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან