2016-04-26 17:27:32, 593 ნახვა
საზოგადოება
ლარი დოლართან მიმართებაში მცირედით გამყარდა, ევროსთან მიმართებაში კი, გაუფასურდა
ლარი დოლართან მიმართებაში მცირედით გამყარდა.
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 დოლარი ხვალ 2.2319 ლარი ეღირება. დღეს კი მისი შეძენა 2.2334 ლარადაა შესაძლებელი.
კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0015 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, ლარი მასთან მიმართებაში მცირედით გაუფასურდა. ოფიციალური კურსით, 1 ევრო ხვალ 2.5189 ლარი ეღირება, დღეს კი მისი ფასი 2.5117 ლარს შეადგენს.
კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0072 ლარი შეადგინა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან