11:45 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-26 17:08:53, 586 ნახვა

საზოგადოება
შალვა საბაური: ეს სტუდენტობა არ წარმოადგენს მახინჯ სისტემას, რომელიც შეიძლება ადრე იყო

“ეს სტუდენტობა არ წარმოადგენს მახინჯ სისტემას, რომელიც შეიძლება ადრე იყო“, - ამის შესახებ  აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა და თვითმმართველობის პრეზიდენტმა შალვა საბაურმა განაცხადა.

მისივე თქმით, აქციის მონაწილეები დამოუკიდებელი სტუდენტები არიან, რომლებსაც სურთ, რომ მათი პოზიცია ყველამ მოისმინოს, ვისაც შეუძლია გადაწყვეტილების მიღება.

„მთავარი მოთხოვნა და პროტესტის გრძნობა გამოიწვია იმან, რომ მხოლოდ ერთი კონკრეტული 40-50 კაციან ჯგუფთან ხდება შეხვედრა. ჩვენ ვართ იმ პოზიციაზე, რომ ყველა  სხვა დანარჩენი უნივერსიტეტის სტუდენტობაც განხილვის პროცესში უნდა ჩაერთოს“,-განაცხადა საბაურმა.

 საბაურის თქმით,  განათლებასთან დაკავშირებული ცვლილებები მხოლოდ მას შემდეგ უნდა მიიღონ, როცა   ყველა სტუდენტი მიიღებს გადაწყვეტილებაში მონაწილეობას.

ჟურნალისტის კითხვაზე თუ რას მოიმოქმედებს თვითმმართველობა უახლოეს მომავალში

შალვა საბაურმა აღნიშნა, რომ შემდეგ ნაბიჯებს საინიციატივო ჯგუფთან ერთად განიხილავენ.

„შემდეგ ნაბიჯებს უკვე საინიციატივო ჯგუფთან ერთად განვიხილავთ, რომლის ორგანიზებითაც დღევანდელი მსვლელობა ჩატარდა. პეტიცია  პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის სახელზე თვითმმართველობამ უკვე შეიტანა  და ჩვენ ვცდილობთ  კონსტრუქციულად და მშვიდობიან რეჟიმში მივაწვდინოთ ჩვენი ხმა ყველას ვინც  გადაწყვეტილების მიღებაში იღებს მონაწილეობას“,-განაცხადა თვითმმარეთველობის პრეზიდენტმა.

ცნობისთვის, მთავრობის ადმინისტრაციასთან   თვითმმართველობის  აქცია დასრულდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინული დრონები თავს დაესხნენ ობიექტებს რუსეთის ფედერაციის იაროსლავისა და ვოლოგდას რეგიონებში
ტრამპის მიღებაზე სროლა ამძაფრებს სიტუაციას საიდუმლო სამსახურის არასაკმარისი დაფინანსების გამო
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
სროლაში ეჭვმიტანილმა აღიარა ტრამპის ადმინისტრაციაზე თავდასხმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics