11:45 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-26 16:34:27, 505 ნახვა

საზოგადოება
ნაძალადევის რაიონში ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს

ნაძალადევის რაიონში საგზაო-ინფრასტრუქტურული და მიწისქვეშა საკომუნიკაციო ქსელებზე სამუშაოები რამდენიმე ობიექტზე აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

თბილისის მერიის ინფორმაციით, საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს გუდამაყრის ქუჩაზე, სადაც ასფალტის საფარის რეაბილიტაცია 12 406 კვ/მ ფართობზე ხორციელდება. აღნიშნულ ქუჩაზე დაგეგმილია სანიაღვრე ქსელის მოწყობაც.

მათივე ცნობით, მიწისქვეშა საკომუნიკაციო ქსელების რეაბილიტაცია მიმდინარეობს ლოტკინის მთის ქუჩაზე (2276,7 კვ/მ) სამუშაოების დასრულების შემდეგ მოწესრიგდება გზის საფარი. გვაზაურის I  ჩიხში (626 კვ/მ) გზის საფარის მოწესრიგება ხორციელდება, მანამდე აღნიშნულ ქუჩაზე მოეწყო სანიაღვრე სისტემა და გამოიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციები.

პარალელურად, გზის საფარის მოწესრიგება მიმდინარეობს თემქაზე მე-4 მ/რ- ის II (2000 კვ/მ), I (900კვ/მ) კორპუსების ეზოებში და მე -11 მ/რ - ის 50-ე კორპუსთან სასწავლო დაწესებულებების მიმდებარედ (500 კვ/მ) სამუშაოები ნაძალადევის რაიონის გამგებელმა - ზაზა გაბუნიამ დაათვალიერა.

 

 

 

 

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინული დრონები თავს დაესხნენ ობიექტებს რუსეთის ფედერაციის იაროსლავისა და ვოლოგდას რეგიონებში
ტრამპის მიღებაზე სროლა ამძაფრებს სიტუაციას საიდუმლო სამსახურის არასაკმარისი დაფინანსების გამო
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
სროლაში ეჭვმიტანილმა აღიარა ტრამპის ადმინისტრაციაზე თავდასხმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics