10:20 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-26 13:48:35, 510 ნახვა

საზოგადოება
ვალეში მოსახლეობამ ცენტრალური მაგისტრალი გადაკეტა

ქალაქ ვალეში, ე.წ. მეორე შახტის დასახლებაში მცხოვრებმა მოსახლეობამ დღეს საპროტესტო აქცია გამართა.

აქციის მონაწილეებმა რამდენიმე საათით ცენტრალური მაგისტრალი გადაკეტეს.

მოსახლეობა ხელისუფლებას საავტომობილო გზის დაუყოვნებლივ შეკეთებას სთხოვს.

აქციის მონაწილეების თქმით, დასახლებაში ერთდროულად რამდენიმე ქარხანა მუშაობს და იქედან წამოსული დატვირთული ავტომობილებისაგან გზაზე ძლიერი მტვერი დგება, რაც მათ ჯანმრთელობაზე უარყოფითად ისახება.

როგორც ადგილობრივ თვითმართველობაში განაცხადეს, მუშავდება პროექტი და აღნიშნულ დასახლებაში საავტომობილო გზას უახლოეს მომავალში შეაკეთებენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სროლაში ეჭვმიტანილმა აღიარა ტრამპის ადმინისტრაციაზე თავდასხმა
ტრამპზე სროლაში ეჭვმიტანილი იდენტიფიცირებულია
ტრამპზე თავდასხმის მცდელობა მოხდა
ორბანი პარლამენტში იმიტომ არ მიდის, რომ აშშ-ში გაქცევის გეგმას ამზადებს - გამომძიებელი ჟურნალისტი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics