12:50 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-26 11:15:55, 570 ნახვა

პოლიტიკა
ევროპარლამენტის საშინაო საქმეების კომიტეტმა საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაცის მინიჭების საკითხი განიხილა

ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლებათა, მართლმსაჯულებისა და საშინაო საქმეების კომიტეტმა საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის საკითხი გაიარა. საქართველოს შესახებ პირველი მოხსენება საშინაო საქმეების კომიტეტში ევროპის სახალხო პარტიის წარმომადგენელმა გააკეთა, პარალელურად ევროპელი დეპუტატები ასოცირების ხელშეკრულების შესრულების შესახებ საქართველოს მინისტრთა კაბინეტის წევრებს უსმენდნენ. კომიტეტის წევრებმა საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების საკითხს მხარი დაუჭირეს.

პროცედურულად იუსტიციისა და საშინაო საქმეების კომიტეტმა საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის საკითხი 2-ჯერ ან 3-ჯერ უნდა განიხილოს, რომლის შემდეგაც ხდება შიდა კენჭისყრა, რასაც მოჰყვება უკვე საკითხის გატანა ევროპარლამენტში.

დღევანდელ სხდომას ესწრებოდნენ საპარლამენტო კომიტეტის თანათავმდჯომარეებიც, რომლებმაც განაცხადეს, რომ სავიზო ლიბერალიზაციის გადადება იქნება არასწორი გზავნილი საქართველოს მოსახლეობისათვის.

„კომისიამ აღნიშნა, რომ ქართულმა მხარემ საკმაოდ ხანგრძლივი და ინტენსიური მუშაობის შემდეგ ყველა მოთხოვნა შეასრულა. დარწმუნებული ვარ ნებისმიერი სახის შეფერხება გადაწყვეტილების მიღებისას არასწორი სიგნალი იქნება, განსაკუთრებით აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთისთვის, სადაც შეიძლება ეს აღიქვან ნეგატიურ კონტექსტში. ასე დიდი მნიშვნელობა აქვს იმას თუ როგორ ვუდგებით ამ საკითხს. ამ ეტაპზე, პირადად მე მხარს ვუჭერ ჩვენს მიდგომას, რომელიც გადაწყვეტილების მიღების ვადებს უკავშირდება,“ - განაცხადა კომიტეტის თანათავმჯდომარე საჯად კარიმმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ამერიკელი პოლიტიკოსები გმობენ ტრამპთან სადილზე სროლას
ბათუმში ძალადობის და ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს
ჩერნობილის 40 წელი - კატასტროფა, რომლის დამალვაც სცადეს
უკრაინული დრონები თავს დაესხნენ ობიექტებს რუსეთის ფედერაციის იაროსლავისა და ვოლოგდას რეგიონებში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics