10:19 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-25 19:28:16, 582 ნახვა

საზოგადოება
„არ გვჭირდება პოლიცია, რომლის დანახვაც გვაშინებს“, - „აუდიტორია 115“ მსვლელობით სუს-ის შენობასთან მივიდა

 „აუდიტორია 115“-ის წევრებმა უნივერსიტეტიდან სუს-ის შენობის მიმართულებით მსხვლელობა დაიწყეს

„ავტონომია უნივერსიტეტს“, „არა პოლიტიკურ რეჟიმს“, „სისტემა უნდა დაინგრეს“, „უშიშროება საშიშროებაა“, - ასეთი სლოგანებით მივიდნენ „აუდტორია 115“-ის წარმომადგენლები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობასთან.

იქამდე სტუდენტებმა შეკრება თსუ-ს პირველ კორპუსში დაიწყეს და მსვლელობით სუს-ის შენობასთან გადაინაცვლეს.

სტუდენტების თქმით, ეს აქცია არა მხოლოდ თსუ-ს სტუდენტებს, არამედ ყველა სტუდენტს ეხება.

„ჩვენ არ გვჭირდება სახელმწიფო, რომელიც გვატერორებს. ჩვენ არ გვჭირდება პოლიცია, რომლის დანახვაც გვაშინებს.

„აუდიტორია 115“-ის აქცია-მსვლელობაში თსუ-ს დაახლოებით 50-მდე სტუდენტმა მიიღო მონაწილეობა.

უსაფრთხოების დაცვის მიზნით, სტუდენტების აქცია-მსვლელობას საპატრულო პოლიციის სამი ეკიპაჟი აკონტროლებს, ეკიპაჟები ჯერ მსვლელობას მიჰყვებოდა, ახლა კი სუს-ის შენობასთან იმყოფება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სროლაში ეჭვმიტანილმა აღიარა ტრამპის ადმინისტრაციაზე თავდასხმა
ტრამპზე სროლაში ეჭვმიტანილი იდენტიფიცირებულია
ტრამპზე თავდასხმის მცდელობა მოხდა
ორბანი პარლამენტში იმიტომ არ მიდის, რომ აშშ-ში გაქცევის გეგმას ამზადებს - გამომძიებელი ჟურნალისტი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics