|
2016-04-25 16:21:26, 375 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი მღებრიშვილი სამუშაო ვიზიტით რუმინეთსა და უნგრეთში გაემგზავრა
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის სამუშაო ვიზიტი რუმინეთსა და უნგრეთში დაიწყო. უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, გიორგი მღებრიშვილი რუმინეთის შინაგან საქმეთა მინისტრ პეტრე ტობას შეხვდება. შს მინისტრი ასევე ეწვევა რუმინეთის სასაზღვრო პოლიციას, „A.I. CUZA“-ს პოლიციის აკადემიას, რუმინეთის ჟანდარმერიის გენერალურ ინსპექტორატს და პარლამენტს. უნგრეთში გიორგი მღებრიშვილი ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრ შანდორ პინტერს შეხვდება. საქართველოს დელეგაცია, შს მინისტრის ხელმძღვანელობით, შეხვედრებს გამართავს საერთაშორისო სამართალდამცავ აკადემიაში (ILEA), ევროპის პოლიციის კოლეჯში (CEPOL), საჯარო მომსახურების ეროვნულ უნივერსიტეტში, კატასტროფათა მართვის ეროვნულ გენერალურ დირექტორატსა და ეროვნული პოლიციის შტაბ-ბინაში. შინაგან საქმეთა მინისტრის სამუშაო ვიზიტი რუმინეთსა და უნგრეთში 28 აპრილს დასრულდება.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)