12:51 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-25 11:41:10, 528 ნახვა

პოლიტიკა
ჯავახიშვილი IRI-ს კვლევაზე: ძალიან კარგად მახსოვს 2012 წლის არჩევნების წინ როგორი დასკვნებიც კეთდებოდა

IRI-საც უთხარით და სხვებსაც ალილო და ხვალეო იქნება არჩევნები, - ასე უპასუხა IRI-ს კვლევებთან დასმულ კითხვას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ნოდარ ჯავახიშვილმა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, მას ძალიან კარგად ახსოვს 2012 წლის წლის წინ გაკეთებული დასკვნები.

„ძალიან კარგად მახსოვს 2012 წლის არჩევნების წინ როგორი დასკვნები კეთდებოდა პრაქტიკულად ყველა მიმართულებით და რა შედეგები იყო ყველამ კარგად ნახა. ძალიან გული მტკივა, რომ ისეთი წარმატებული როგორც გვეგონა და როგორც გვინდოდა დღევანდელი ხელისუფლება არჩევნების წინ არ არის. მითხარით შეიძლება თუ არა შევადაროთ დღევანდელი ხელისუფლება წინა ხელისუფლებას, მაპატიეთ მაგრამ ან ბრმა უნდა იყო ან შეგნებულად ანგაჟირებული“, - განაცხადა ნოდარ ჯავახიშვილმა.

მისნისტრის თქმით, მას არ სჯერა და არ ეთანხმება არცერთი კვლევის მონაცემებს.

როგორც ჯავახიშვილმა აღნიშნა ის დარწმუნებულია, რომ წლევანდელ არჩევნებზეც დაახლოებით ის შედეგი იქნება როგრიც წინა არჩევნებზე.

ცნობისთვის, მედიაში გაჟონა IRI-ს კვლევის შედეგებმა, რომლის ოფიციალური პრეზენტაცია ჯერ არ გამართულა. საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევის თანახმად კითხვას ხვალ, რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, რომელ პარტიას დაუჭერდით მხარს? გამოკითხულთა 20% მხარს „ქართულ ოცნებას“ უჭერს, 19% - „ნაციონალურ მოძრაობას“, ხოლო 13% - „თავისუფალ დემოკრატებს“.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ამერიკელი პოლიტიკოსები გმობენ ტრამპთან სადილზე სროლას
ბათუმში ძალადობის და ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს
ჩერნობილის 40 წელი - კატასტროფა, რომლის დამალვაც სცადეს
უკრაინული დრონები თავს დაესხნენ ობიექტებს რუსეთის ფედერაციის იაროსლავისა და ვოლოგდას რეგიონებში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics