|
2016-04-23 16:18:08, 557 ნახვა
პოლიტიკა
ნიკოლას ბერლინერი: კონგრესმენ სტივ რასელის განცხადება ამერიკის მთავრობის პოზიციას არ წარმოადგენს
ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმენის, სტივ რასელის განცხადებას, საქართველოში აშშ-ის ელჩის მოადგილე ნიკოლას ბერლინერი გამოეხმაურა. როგორც ელჩის მოადგილემ აღნიშნა, სიტყვის გამოხატვის თავისუფლება კონგრესის ყველა წევრს აქვს, თუმცა კონგრესმენ რასელის განცხადება ამერიკის მთავრობისა და მინისტრთა კაბინეტის პოზიციას არ წარმოადგენს. „კონგრესის ყველა წევრს აქვს სიტყვის გამოხატვის თავისუფლება, თუმცა მთავარი ისაა, რომ ეს განცხადება არ წარმოადგენს ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობისა და მინისტრთა კაბინეტის პოზიციას“, - განაცხადა ნიკოლას ბერლინერმა. ცნობისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმენმა სტივ რასელმა კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სხდომაზე საქართველოს ყოფილი პრემიერი, ბიძინა ივანიშვილი გააკრიტიკა და მისი ანგარიშების გაყინვა მოითხოვა. როგორც კონგრესმენმა აღნიშნა, ივანიშვილი მთავრობაზე გავლენას კვლავ ინარჩუნებს. მან ყოფილი პრემიერი რუსეთისადმი ლოიალურად და პუტინის მოკავშირედაც მოიხსენია. „რუსეთი ჩვეული გეგმის მიხედვით ცდილობს პოლიტიკურ პროცესებში ჩარევას, იმ იმედით, რომ საქართველოს დედაქალაქში პრორუსული ხელისუფლება იქნება. მთავარი მოქმედი პირი ამ პოლიტიკურ პროცესში ვლადიმერ პუტინის ახლო მოკავშირე, ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილია. მისი მიზანი საარჩევნო პროცესში ჩარევაა, ხმების ყიდვისა და პოლიტიკური ოპონენტების დასჯის გზით. ასევე მისი მიზანია, ქვეყნის ადმინისტრაციული და პოლიტიკური რესურსების გამოყენებით, არჩევნებზე ზეგავლენის მოხდენა. მოვუწოდებთ შეერთებული შტატების პრეზიდენტს დაეხმაროს საქართველოს საარჩევნო პროცესის მონიტორინიგის თვალსაზრისით. მოვუწოდებთ შეერთებული შტატების ფინანსთა სამინისტროსა და დასავლურ ბანკებს, გაყინონ ივანიშვილის ანგარიშები“, - განაცხადა სტივ რასელმა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)