|
2015-02-21 12:23:29, 7791 ნახვა
კულტურა
ეროვნულ არქივს შიომღვიმის მონასტრის თანამედროვე ფოტო და ვიდეო კადრები შეემატა
იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის თანამედროვე ფოტო და ვიდეომასალას შიომღვიმის მონასტრის კადრები შეემატა. პროექტ „ეროვნული არქივის ექსპედიციების“ ფარგლებში სპეციალური ჯგუფი დღეს შიომღვიმეში იმყოფებოდა, სადაც მონასტრის ტაძრების ხედები და ფრესკები გადაიღო. პროექტი საქართველოს ისტორიული ძეგლების შესახებ ვიდეო და ფოტომასალის მოგროვებასა და საარქივო ფონდების თანამედროვე დოკუმენტებით შევსებას ითვალისწინებს. ამ დროისათვის უკვე გადაღებულია გრემისა და ნეკრესის ტაძრები, ვარძიის კომპლექსი, უჯარმის ციხე და გელათის მონასტერი. ცნობისთვის, ეროვნულ არქივში დაცულია ქართული ხუროთმოძღვრული და ისტორიული ძეგლების შესახებ უნიკალური კინო და ფოტოდოკუმენტები. როგორც ეროვნულ არქივში აცხადებენ, ამ პროექტის ფარგლებში შეგროვილი მასალები კიდევ უფრო გაამდიდრებს უკვე არსებულ საგანძურს და მცირე ხანში ფასდაუდებელი წყარო იქნება ამ საკითხებით დაინტერესებული მკვლევარებისათვის.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)