11:04 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-22 18:41:50, 357 ნახვა

პოლიტიკა
აშშ-ის ელჩი ნატოში: ამ ეტაპზე ნატოს გაფართოვების შანსი არ არსებობს

ამ ეტაპზე ნატოს გაფართოვების შანსი არ არსებობს, - ამის შესახებ განცხადება აშშ-ის ელჩმა ნატოში დუგლას ლუტემ გააკეთა.

ელჩი ამას იმით ხსნის, რომ ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის გაფართოვებამ, შესაძლია რუსეთის დესტაბილიზაცია გამოიწვიოს.

"პრაქტიკული თვალსაზრისით, მე ვერ ვხედავ შესაძლებლობას ნატო-ს შემდგომი გაფართოებისთვის ვერც უახლოეს მომავალში, ვერც უახლოეს რამდენიმე წელიწადში, ან შესაძლოა, უფრო მეტხანსაც კი“, - განაცხადა მან.

ელჩის განცხადებით, მსოფლიოს სტრატეგიული ვითარება ამ ეტაპზე არ იძლევა ნატოს გაფართოვების საშუალებას.

"ჩემი აზრით რუსეთი თამაშობს მნიშვნელოვან როლს მსოფლიოს სტრატეგიულ გარემოში, სტრატეგიული გარემო კი, ხელს უშლის ნატოს გაფართოვებას", - აცხადებს ლუტე.

მისივე თქმით, გასული წლის დეკემბერში, ნატო-მ თავის რიგებში მიიწვია მონტენეგრო, რამაც ოფიციალური მოსკოვის რისხვა გამოიწვია, რადგან ის ეწინააღმდეგება ნატოს ნებისმიერ გაფართოვებას.

ელჩის თქმით, ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის კარები კვლავ ღია რჩება ახალი წევრებისთვის, მაგრამ მათ მისაღებად ნატო-ს 28-ვე წევრი ქვეყნის თანხმობაა საჭირო, რაც ამ ეტაპზე მოსალოდნელი არ არის.

"არ არსებობს არანაირი გზა, რომ ჩვენ უახლოეს მომავალში მივაღწიოთ კონსენსუსს საქართველოს ან უკრაინის მიღების საკითხზე“, - განაცხადა დუგლას ლუტემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპის მიღებაზე სროლა ამძაფრებს სიტუაციას საიდუმლო სამსახურის არასაკმარისი დაფინანსების გამო
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
სროლაში ეჭვმიტანილმა აღიარა ტრამპის ადმინისტრაციაზე თავდასხმა
ტრამპზე სროლაში ეჭვმიტანილი იდენტიფიცირებულია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics