|
2016-04-22 14:10:00, 390 ნახვა
პოლიტიკა
ხმალაძე: ნებისმიერი საკითხი, რაც კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანას ეხება, არ შეიძლება რეფენდუმზე იყოს გატანილი
ნებისმიერი საკითხი, რაც კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანას ეხება, არ შეიძლება რეფენდუმზე იყოს გატანილი, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე იმ ინიციატივასთან დაკავშირებით განაცხადა, რომელიც ქორწინების საკითხის კონსტიტუციით განსაზღვრას და ამ თემაზე რეფერენდუმის ჩატარებას ეხება. როგორც ხმალაძემ აღნიშნა, ეს არის ცვლილებები, რომელიც მომზადებული აქვს საპარლამენტო უმრავლესობას, საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით ანუ, მაჟორიტარულიდან პროპორციულ სისტემაზე გადასვლას 2020 წლის არჩევნებისთვის. “მიმაჩნია, რომ ნებისმიერი საკითხი, რაც კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანას საჭიროებს, არ შეიძლება რეფენდუმზე იყოს გატანილი, რადგან კანონის თანახმად, რეფენდუმის შედეგი შესასრულებლად სავალდებულოა, ხოლო კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის წესი განსაზღვრულია კონსტიტუციით და ის რეფენდუმს არ ითვალისწინებს. რაც შეეხება რეფენდუმის შედეგის კანონში ასახვას, ქორწინებასთან დაკავშირებული საკითხი კანონში ისედაც წერია და ეს, ჩემი აზრით, არის ღია კარის მტვრევა“, - განაცხადა ხმალაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)