06:02 - 06 Jun, 2026
|
2015-01-08 11:05:09, 2487 ნახვა
საზოგადოება
ფასანაური-გუდაურის მონაკვეთზე საავტომობილო მიმოსვლა აღდგა
ფასანაური–გუდაურის მონაკვეთზე საავტომობილო მიმოსვლა აღდგა. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. მათივე ცნობით აღნიშნულ მონაკვეთზე ზვავსაშიშროების რეჟიმის მოხსნისთანავე გაწმენდითი სამუშაოები დაიწყო, რის შედეგადაც მოძრაობა ორმხრივად აღდგა. ფასანაური–გუდაურის მონაკვეთზე გადაადგილება ხორციელდება დაწესებული რეჟიმით, ავტობუსებისთვის და ტრაილერებისთვის მოძრაობა აკრძალულია, ხოლო მლეთა-გუდაურის და კობი-სტეფანწმინდის მონაკვეთებზე მოძრაობა დასაშვებია მსუბუქი ავტომობილებისთვის, მხოლოდ მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით, ასევე, მლეთა-სეთურებზე და ქვეშეთი-სეთურებზე გადაადგილების დროს ავტოტრანსპორტის გაჩერება იკრძალება.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
რუსეთმა კიევზე, დნეპრისა და ხარკოვზე დრონებითა და სარაკეტო იერიში მიიტანა, ათი ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)