|
2016-04-18 18:48:17, 932 ნახვა
სამხედრო
თავდაცვის მინისტრი სტუდენტებთან რეზერვის კონცეფციის განხილვას იწყებს
საქართველოს თავდაცვის მინისტრი სტუდენტებთან რეზერვის კონცეფციის განხილვას იწყებს. ამ მიზნით, თინათინ ხიდაშელი პირველ შეხვედრას საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში (SEU) გამართავს. 10:00 საათი - საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდება და „შეიარაღებული ძალების მობილიზაციისა და რეზერვის კონცეფციის პროექტს“ გააცნობს. მისამართი: თბილისი, წინანდლის ქ. 9, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზი 13:00 საათი - საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდება და „შეიარაღებული ძალების მობილიზაციისა და რეზერვის კონცეფციის პროექტს“ გააცნობს მისამართი: თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. 32, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, წიგნის სახლი „ლიგამუსი“.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)