|
2016-04-15 17:38:36, 1742 ნახვა
რეგიონი
23-25 ივნისს ბათუმში საერთაშორისო კონგრესი ჩატარდება
საქართველოს რესპირაციულ ასოციაციის ორგანიზებით, 23-25 ივნისს, ბათუმში, სასტუმრო „შერატონში“ ასოციაციის მე-5 საერთაშორისო კონგრესი ჩატარდება. წინასწარი მონაცემებით მასში 25 ქვეყნის 1000-მდე დელეგატი მიიღებს მონაწილეობას. ბათუმში ჩამოდის 41 სპიკერი ევროპის, ამერიკის და აზიის ქვეყნებიდან. კონგრესის თემატიკა შეეხება რესპირაციული მედიცინის ყველა ასპექტს: ონკოლოგია და ქირურგია, კრიტიკული მედიცინა და ინფექციები, ტუბერკულოზი და ასთმა, ალერგია და ფილტვის ქრონიკული დააავადებები, პედიატრია და ნეონატოლოგია. კონგრესის სამუშაო ენებია ქართული და ინგლისური სინქრონული თარგმნის უზრუნველყოფით. კონგრესის ძირითადი მიზანია ქართველ და უცხოელ ექიმებს მიაწოდოს უახლესი ინფორმაცია რესპირაციული სისტემის დაავადებათა დიაგნოსტიკის და მართვის შესახებ. ყველა მოხსენება ორიენტირებული იქნება პირველადი ჯანდაცვის თუ სტაციონარის პრაქტიკოს ექიმზე, მის ყოველდღიურ საქმიანობაზე. ეს კონგრესი, ისევე როგორც წინა სამი, ორგანიზებულია აჭარის მთავრობასთან ერთად და ტარდება მთავრობის თავმჯდომარის, ბატონ არჩილ ხაბაძის პატრონაჟით. საქართველოს რესპირაციული ასოციაცია შეიქმნა 2004 წელს. ასოციაციის მიზანია რესპირაციული მედიცინის განვითარების ხელშეწყობა საქართველოში. ასოციაციის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია: სასწავლო-საგანმანათლებო, სამეცნიერო-კვლევითი, საინფორმაციო, სამედიცინო, ანალიტიკური, საკონსულტაციო საქმიანობა; ტრენინგების, სემინარების, კონფერენციების, კონგრესების და სხვა სახის სამუშაო შეხვედრების მოწყობა; საგამომცემლო საქმიანობა; ადგილობრივ და საზღვარგარეთის სამედიცინო პროფესიულ ორგანიზაციებთან საქმიანი კონტაქტების დამყარება და გამოცდილების გაზიარება. ასოციაციას დღეისათვის 850 წევრი ჰყავს, საქართველოს ყველა რეგიონში აქვს რეგიონული ორგანიზაცია, რეგულარულად უშვებს „საქართველოს რესპირაციულ ჟურნალს“, მის მიერ მომზადებულია და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ დამტკიცებულია 8 ეროვნული გაიდლაინი სასუნთქი სისტემის დაავადებების დიაგნოსტიკის და მართვის შესახებ. ასოციაცია რეგულარულად მართავს რეგიონულ კონფერენციებს საქართველოს ყველა რეგიონში: აჭარა, კახეთი, ქვემო და შიდა ქართლი, იმერეთი, სამცხე–ჯავახეთი, სამეგრელო, გურია. ასოციაცია არის ევროპის რესპირაციულ საზოგადოებათა გაერთიანების (Forum of European Respiratory Society, FERS) წევრი. მედიცინის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის საქართველოს რესპირაციულ Page2 ასოციაციას 2009 წელს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ ასამბლეაზე მიენიჭა პრემია.
ვინ არის გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაური
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
Wildberries-ის საწყობის ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა რუსეთის 53 რეგიონის წლიურ ბიუჯეტს გადააჭარბა
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)