|
2016-04-15 17:23:09, 981 ნახვა
სამხედრო
კადეტები „საქართველოს SOS ბავშვთა სოფელს“ ესტუმრნენ
გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმის დირექტორი და კადეტები თბილისში მდებარე „საქართველოს SOS ბავშვთა სოფელს“ ესტუმრნენ და საინფორმაციო შეხვედრა გამართეს. კადეტებმა „საქართველოს SOS ბავშვთა სოფლის“ ბინადრებს ლიცეუმის საქმიანობის, მიზნებისა და სასწავლო პროცესის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინეს. კადეტთა სამხედრო ლიცეუმის დირექტორმა, პოლკოვნიკმა ალექსი კეკელიამ მოზარდებს ლიცეუმის უპირატესი მხარეები, მიღებისა და ცხოვრების პირობები გააცნო და მათ კითხვებს უპასუხა. გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმი ახალი აკადემიური წლისთვის ემზადება. ამ მიზნით სასწავლებლის ხელმძღვანელობა და კადეტები რეგიონების მოსწავლეებთან საჯარო შეხვედრებს საქართველოს მასშტაბით მართავენ. „საქართველოს SOS ბავშვთა სოფელში“ თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები - ბექა კობახიძე და დავით ძიძიშვილიც იმყოფებოდნენ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)