|
2016-04-15 12:00:04, 923 ნახვა
სხვადასხვა
დავით ბაქრაძე დიდ ბრიტანეთსა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა
13-14 აპრილს, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე სამუშაო ვიზიტით დიდ ბრიტანეთსა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში იმყოფებოდა, სადაც ორმხრივი შეხვედრა გამართა დიდი ბრიტანეთის მინისტრთან ევროპის საკითხებში დევიდ ლიდინგტონთან. ვიზიტის ფარგლებში, ასევე, გაიმართა შეხვედრა საქართველოს საკითხებზე პარტიათაშორისი საპარლამენტო ჯგუფის ხელმძღვანელთან ჯონათან ჯანოღლისთან და ჯგუფის წევრებთან. ევროინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, შეხვედრებზე მხარეებმა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი და პერსპექტივები განიხილეს. აღინიშნა ასოცირების შეთანხმებისა და მისივე შემადგენელი ევროკავშირთან თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების(DCFTA), აგრეთვე, ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულების მიმართულებით საქართველოს მიერ დაფიქსირებული პროგრესი და ხაზი გაესვა ევროკავშირის გადაწყვეტილებებში აღნიშნული პროგრესის ადეკვატური ასახვის მნიშვნელობას. დიდი ბრიტანეთის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაადასტურეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე, ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მტკიცე და ურყევი მხარდაჭერა. „გაერთიანებული სამეფოს მხრიდან ჩვენ კიდევ ერთხელ მივიღეთ ევროპული და ევროატლანტიკური დღის წესრიგის, რეფორმების მიმართულებით გაერთიანებული სამეფოს აღამსრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების ურყევი მხარდაჭერის დადასტურება. ჩვენ ვემზადებით ვარშავის სამიტისთვის, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ის მოლოდინები, რომელიც ამ მიმართულებით გვაქვს, იყოს გაზიარებული ჩვენს პარტნიორებთან, ჩვენს მხარდამჭერებთან და მეგობრებთან“-აღნიშნა სახელმწიფო მინისტრმა შეხვედრების დასრულების შემდეგ. 14 აპრილს, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე სიტყვით გამოვიდა გაერთიანებული სამსახურების სამეფო ინსტიტუტში (RUSI) გამართულ შეხვედრაზე „Expectations from Warsaw summit and importance of strategic communication“, ღონისძიებას სხვადასხვა საერთაშორისო კვლევითი ინსტიტუტებისა და ცენტრების, ასევე, ლონდონში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. სახელმწიფო მინისტრმა საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესზე, საქართველოს ეკონომიკური განვითარების პერსპექტივებზე, რეგიონში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა და მოწვეული სტუმრების შეკითხვებსაც უპასუხა.
მაღაზიათა ქსელებს 30 000 ლარამდე ფინანსური ზარალი მიაყენეს - დაკავებულია 6 არასრულწლოვანი
შსს: მესტიაში დამატებით 17 ე.წ. მაინერი ამოვიღეთ - 3 დღეში ჯამში ამოღებულია 212
უკრაინულმა დრონებმა პეტერბურგი დაბომბეს, დააზიანეს წყალქვეშა იარაღის წარმოების მთავარი ინსტიტუტი
NBC News: პენტაგონმა ისრაელის მხრიდან კონტრდაზვერვის საფრთხის დონე უმაღლესამდე გაზარდა
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)