18:06 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-14 11:02:37, 992 ნახვა

ეკონომიკა
საქართველოში გერმანული ლუდის "König Pilsener"- ის ახალი სახეობის წარმოება დაიწყო

საქართველოში გერმანული  ლუდის "König Pilsener"- ის ახალი სახეობის წარმოება დაიწყო. ეს ლუდსახარში  " ზედაზენის " და გერმანული კომპანია “Bitburger Braugruppe”- ს თანამშრომლობის მეორე ეტაპია. გერმანული ლუდის ინდუსტრიის ლიდერი მომხმარებელს შავ  "კიონიგ პილსნერს"  სთავაზობს.

,,ეს ქართული ლუდის ინდუსტრიისათვისაც პირველი შემთხვევა იყო, როდესაც მოხდა ასეთი დონის საერთაშორისო ლუდის ბრენდის ლიცენზირება ქართული კომპანიისათვის. რა თქმა უნდა, გერმანული მხარე მკაცრად აკონტროლებს მისი ბრენდის ქვეშ წარმოებული პროდუქციის ხარისხს და ადარებს მას დუისბურგში წარმოებულ ლუდს. სიამაყით გვავსებს ის ფაქტი, რომ ხშირია შემთხვევა, როდესაც გერმანელი დეგუსტატორების შეფასება ლუდისა "König Pilsener"  წარწერით  MADE IN GEORGIA უფრო მაღალია, ვიდრე გერმანიაში წარმოებული "König Pilsener". რაც  შეეხება  შავი  "König Pilsener"- ის წარმოებას ეს  არის გერმანული შავი ლუდების  აფსოლუტურად  ახალი  სეგმენტი“, - განაცხადა კომპანია ,,ზედაზენის’’  გენერალურმა დირექტორმა ვასილ სულხანიშვილმა.

ს.ს „ ქართული ლუდის კომპანიის “ კომერციული სამსახურის  ხელმძღვანელი  კახა პაიჭაძე  აღნიშნავს, რომ "König Pilsener“ მუქი, ყველა სხვა ამ ტიპის ლუდისგან პირველ რიგში თავისი კლასით გამოირჩევა. მაღალი კლასი იგრძნობა ყველაფერში გარდა ფასისა: ფერი - კეთილშობილი მუქი ტონები, ქაფი - მუქი კრემისფერი, შუშხუნა, წვრილმარცვლოვანი. მისივე  თქმით, სურნელში აღიქმება ერთმანეთთან ჰარმონიულად შერწყმული რამდენიმე ნოსტალგიური არომატი - სოფლად გამომცხვარი რუხი პურის, გაზაფხულს ახლად - დაბარული შავმიწა ნიადაგის, ნედლი მუხის მერქანის და დილისკენ შეგრილებული ბუხრის. გემოში წინა პლანზე მოდის მიუნხენური ალაოს დელიკატური ნოტები, რომლებიც ნაზად ადნება გემოს რეცეპტორებს და ნელა მიილევა, შემდეგ მოდის  კარამელისა და ნაღების გემოების მინიშნება, გვიჩნდება მუხის კასრში დაძველებული სასმელის აღქმა, ხოლო დასასრულისკენ  მოდის კეთილშობილი სვიის ნაზი სიმწარე.’’

"König Pilsener “ - ი მუქი გაყიდვაში დღეიდან  (14 აპრილიდან)  გამოვა.

 

ფოტო რეპორტაჟი

(R)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ისრაელი ადასტურებს, რომ ირანული ქსელი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენზე თავდასხმას გეგმავდა
ბათუმში ქვეითს მანქანა დაეჯახა - კაცი კლინიკაში დაიღუპა
კონგრესმენები ტრამპის ადმინისტრაციას მიმართავენ თხოვნით, საქართველოში რუსულ-ჩინური აგენტურის მოქმედება შეისწავლონ
თიბისის მხარდაჭერით, სამშენებლო მასალების საერთაშორისო გამოფენის - Caucasus Build - ფარგლებში კონფერენცია გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics