|
2015-01-08 10:43:26, 4391 ნახვა
პოლიტიკა
საგარეო უწყება "Charlie Hedbo" რედაქციაზე განხორციელებულ თავდასხმასთან დაკავშირებით უკიდურეს შეშფოთებას გამოხატავს
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უკიდურეს შეშფოთებას გამოხატავს 2015 წლის 7 იანვარს, პარიზში, სატირული ჟურნალის "Charlie Hedbo" რედაქციაზე განხორციელებულ თავდასხმასთან დაკავშირებით, რომლის შედეგადაც დაიღუპა 12 და დაშავდა 10-ზე მეტი ადამიანი. "ეს ბარბაროსული აქტი, რომელიც პრესისა და სიტყვის თავისუფლების წინააღმდეგ განხორციელდა, კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს რადიკალური იდეოლოგიებიდან მომდინარე საფრთხეების სერიოზულობას და ტერორიზმის, როგორც ერთ-ერთი მთავარი გლობალური გამოწვევის წინააღმდეგ ბრძოლისათვის საერთაშორისო თანამეგობრობის კონსოლიდირებული ძალისხმევის მნიშვნელობას",-ნათქვამია განცხადებაში. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო თანაუგრძნობს გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს და განსაცდელის ამ მძიმე ჟამს საფრანგეთის მთავრობასა და ხალხს სოლიდარობას უცხადებს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)