11:49 - 12 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-12 10:36:55, 794 ნახვა

ეკონომიკა
საგარეო უწყებაში საქართველო-აშშ-ის სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს განიხილავენ

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის კომისიის ეკონომიკის, ვაჭრობისა და ენერგეტიკის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა მიმდინარეობს.

როგორც „ექსპრესნიუსს“ საგარეო უწყებიდან აცნობეს, შეხვედრას ქართული მხრიდან - საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, დავით ზალკალიანი და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, გენადი არველაძე, ხოლო ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან  კომისიის თანათავმჯდომარეები - ეკონომიკისა და ბიზნესის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის პირველ მოადგილე კურტ ტონგი და  და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ადმინისტრატორის თანაშემწე თომას მელია ხელმძღვანელობენ. შეხვედრას ამერიკული მხრიდან საპატიო სტუმრის სტატუსით  ესწრება აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მრჩეველი მეცნიერებისა და ტექნოლოგიების  საკითხებში,  ვონ ტურეკიანი.

კომისიის სხდომის ფარგლებში განიხილავენ  საქართველო-აშშ-ის სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს, მათ შორის  ორმხრივ და რეგიონულ საინვესტიციო პროექტებს. მხარეები ასევე იმსჯელებენ  ენერგეტიკის და გარემოს დაცვის სფეროებში სამომავლო თანამშრომლობაზე. რეგიონული ინტეგრაციის კუთხით, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ახალი აბრეშუმის გზის ინიციატივას და ამ თვალსაზრისით საქართველოს, როგორც სატრანზიტო და ლოჯისტიკური ჰაბის როლს. საუბარი შეეხება საქართველოში მიმდინარე რეფორმებს და  პრემიერ მინისტრის  ინიცირებულ 4 პუნქტიან  გეგმას, რომელიც საქართველოში ინფრასტრუქტურული პროექტების დაჩქარებას, პროფესიული განათლების განვითარებას, საგადასახადო კანონმდებლობის რეფორმასა და მმართველობის ეფექტური მოდელის დანერგვას ითვალისწინებს.  კომისიის სხდომაზე ასევე განიხილავენ ინოვაციების, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროში თანამშრომლობის შესაძლებლობებს.

შეხვედრის დასასრულს სხდომის მონაწილეები მედიის წარმომადგენლებს შეხვდებიან.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics