17:16 - 13 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-11 13:05:16, 829 ნახვა

სამართალი
მღებრიშვილი: გერმანიაში საქართველოსთვის „უსაფრთხო ქვეყნის“ სტატუსის მინიჭების საკითხი აქტიურად განიხილება

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, გერმანიაში საქართველოსთვის „უსაფრთხო ქვეყნის“ სტატუსის მინიჭების საკითხი აქტიურად განიხილება.

ამის შესახებ მღებრიშვილმა „პრაიმტაიმთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა:

„გერმანიის შს მინისტრმა პირადად დამიდასტურა, რომ ამჟამად გერმანიაში საქართველოსთვის „უსაფრთხო ქვეყნის“ სტატუსის მინიჭების საკითხი აქტიურად განიხილება. აბსოლუტურად ყველა შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ გერმანულმა მხარემ კარგად იცის, რომ  საქართველოში ადამიანები სხვადასხვა ნიშნით, მათ შორის, პოლიტიკური ნიშნით არ  იდევნებიან. ამიტომ ბავარიაში, მაგალითად, საქართველოდან თავშესაფრის მოთხოვნით ჩამოსულ პირთა 99%-ზე მეტს უარი ეთქვა. თუკი საქართველო მართლაც მოხვდება უსაფრთხო ქვეყნების სიაში, შესაბამისად, ამ ადამიანებთან მიმართებაში, ეს, გარკვეულწილად, იქნება დანაშაულის პრევენციაც. ეს ადამიანები თავიანთი ქმედებით ცდილობენ, საქართველოს საერთაშორისო დონეზე გაუფუჭონ სახელი, ამიტომ ისინი აუცილებლად მიიღებენ ადეკვატურ პასუხს“, - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საფრანგეთში ექვს ქართველს შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა პრესტიჟული ფრანგული ბიბლიოთეკებიდან რუსული ლიტერატურული კლასიკის იშვიათი გამოცემების მოპარვისთვის
13 ივნისს დაღუპულთა სულის მოსახსენიებელ პანაშვიდი ჩატარდა
კახა კალაძე უვიზო მიმოსვლის საკითხზე: კატეგორიულად მიუღებელია ამ საკითხით ქართველი ერის შანტაჟი
კალაძე: პოლიციის მხრიდან ნებისმიერ გადაცდომას ყოველთვის მოყვება შესაბამისი რეაგირება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics