|
2016-04-08 20:36:11, 942 ნახვა
სამხედრო
თავდაცვის უწყების წარმომადგენლები სამოქალაქო პანაშვიდზე იმყოფებოდნენ
საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე დავით ებრალიძე, მინისტრის მოადგილე ანა დოლიძე, გენერალური შტაბის უფროსის პირველი მოადგილე, პოლკოვნიკი ომარ ბეგოიძე, თავდაცვის მინისტრის მრჩეველი მაია ქავთარაძე და შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები სამების საკათედრო ტაძარში აფხაზეთის ომის დროს, ბაბუშერას აეროპორტში თვითმფრინავის აფეთქებისას დაღუპული მებრძოლების სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრნენ. „პირველ რიგში, მინდა მწუხარება გამოვხატო და მივუსამძიმრო ოჯახის წევრებს, ჭირისუფლებს. დღეს, ერთი მხრივ, მძიმე, მეორე მხრივ, კი აღსანიშნავი დღეა, რადგანაც მეხსიერება იმის შესახებ, თუ რა ერი და ქვეყანა ვართ ჩვენ, ამ ბიჭების საქციელის შესახებ მეხსიერებისგან შედგება. ეს იყო განსაკუთრებით თავდადებული, ალალი ხალხი, რომელთა ქმედება ნამდვილად სამაგალითოა ჩვენთვის“,- განაცხადა თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ანა დოლიძემ. ბაბუშერას აეროპორტში თვითმფრინავის აფეთქებისას დაღუპული კიდევ 12 მებრძოლის ნეშტის იდენტიფიცირება ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში განხორციელდა. ამ ეტაპზე, ბაბუშერას სამარხიდან გადმოსვენებული ყველა ნეშტი უკვე იდენტიფიცირებულია. აფხაზეთიდან გადმოსვენებულ მებრძოლებს დიღმის ძმათა სასაფლაოზე 9 აპრილს სამხედრო პატივით დაკრძალავენ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)