|
2016-04-07 16:23:02, 947 ნახვა
სამხედრო
ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისში“ რუსთავის რამდენიმე სკოლის მოსწავლეები იმყოფებოდნენ
ნატოს კვირეულის ფარგლებში ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისში“ ქალაქ რუსთავის რამდენიმე სკოლის მოსწავლეები იმყოფებოდნენ. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, უფროსკლასელებს სასწავლო ცენტრის შესახებ დეტალური ინფორმაცია საქართველოს შეიარაღებული ძალების მაიორმა თენგიზ ციხისთავმა მიაწოდა. უწყების ცნობით, ვიზიტი მიზნად ისახავდა ახალგაზრდებში შეიარაღებული ძალების შესახებ ცნობიერების ამაღლებას და ინფორმაციის მიწოდებას, თუ სად და რა ვითარებაში გადიან მომზადებას ქართველი ჯარისკაცები. ღონისძიების მიზანი ახალგაზრდებში შეიარაღებული ძალების შესახებ ცნობიერების ამაღლებაა. მათ შესაძლებლობა ეძლევათ, მიიღონ ინფორმაცია, თუ სად და რა ვითარებაში გადიან მომზადებას ქართველი ჯარისკაცები. შეხვედრის ფარგლებში ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისის“ წარმომადგენლებმა სტუმრებს ცენტრის ინფრასტრუქტურა დაათვალიერებინეს. მოსწავლეები სიმულაციური სროლის კლასსაც ეწვივნენ და M4 ტიპის სასწავლო იარაღიდან გაისროლეს. ნატოს კვირეული 4 აპრილს გაიხსნა და 19 აპრილს დასრულდება. კვირეულის ფარგლებში ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისს“ ახალგაზრდები საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდანაც ესტუმრებიან.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)