13:50 - 21 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-07-20 11:28:48, 408 ნახვა

სამართალი
ქორწილის ჩაშლაში მხილებული რუსი ტურისტი პოლიციას მადლობას უხდის - ვიდეო

სოციალურ ქსელში პრორუსი მამუკა ფიფია, კახეთში ქორწილის ინციდენტის მონაწილის ალიონა ნესტერიუკი ინტერვიუს აქვეყნებს. ქორწილის ჩაშლაში მხილებული გოგონა შსს-ს და პოლიციას სწრაფი რეაგირებისთვის და დახმარებისთვის მადლობას უხდის.

"საქართველოში დაახლოებით მერვედ ვარ. ეს ნამდვილად არ არის ჩემი პირველი ვიზიტი. აქამდეც ვყოფილვარ და 5 წლის წინაც. მსგავსი პრობლემები არასდროს მქონია. ზოგადად, არც მე ვარ პრობლემური ადამიანი. მაგრამ ის სიტუაცია, რაც შეიქმნა, ჩემს ცხოვრებაში პირველად მოხდა - ასეთი დამოკიდებულება ჩვენ მიმართ და პირველ რიგში, პირადად ჩემ მიმართ.

არ ვთვლი, რომ რაიმე პროვოკაცია მოვაწყვეთ. არ გაგვიკეთებია ის, რასაც ინტერნეტში წერენ. წყალი არავისთვის დაგვისხამს, ვედროდან არაფერი გადმოგვისხამს და ა.შ. ჩვენ ჩამოვედით მეგობრის დაბადების დღის აღსანიშნავად. 5 გოგო ვიყავით. მხოლოდ გოგოები, კაცები არ ყოფილან. ამავდროულად, მეორე მხარე დღესასწაულს, ქორწილს აღნიშნავდა. სრული პატივისცემით ვამბობ, რომ ჩვენც მეგობრის დაბადების დღეს აღვნიშნავდით.

დაახლოებით 20:11 ან 20:15 საათზე დავბინავდით და როგორც კი შევედით, აღნიშვნა დავიწყეთ. ერთი ბოთლი შამპანური გვქონდა, რომელიც გავხსენით. შესაბამისად, შესაძლოა წვეთები დაეცა, როგორც ამას მეორე მხარე ამბობს. თუმცა, თუ ნახავთ, ეს პრინციპში შეუძლებელია. იქ სახურავი და აივანია, ჩვენი ადგილი, არსად გავსულვართ. მხოლოდ ფანჯრიდან ვიყურებოდით და ამიტომ, შესაძლოა, ორ მხარეს შორის რაღაც გაუგებრობა მოხდა.

შესაძლოა, სიტყვიერი დაპირისპირება იყო. მაგრამ ცალსახად, 100%-ით შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენი მხარე, ჩვენი გოგოები ვულგარულად არ საუბრობდნენ. ისინი არ იგინებოდნენ და არ ჩხუბობდნენ. პირველად ჩხუბი მეორე მხარემ დაიწყო. ეს მათ ვიდეოზეც კი ჩანს. ჩვენი გოგოები უცენზუროდ არ გამოხატავდნენ აზრს, არცერთ შემთხვევაში არ შეურაცხყოფდნენ არცერთ ქვეყანას, არცერთ ადამიანს და არასდროს გადასულან პიროვნულ შეურაცხყოფაზე, ეს 100%-იანი სიმართლეა.

მე საერთოდ ოთახში ვიყავი. როცა ეს სიტუაცია მოხდა, უბრალოდ გოგოების დასაცავად დავდექი, რადგან ის ოთახში შემოიჭრა... მათ [გოგოებმა] კარი გააღეს და არც კი შეუხედავთ, ვინ მოდიოდა. ეგონათ, რომ მენეჯერი იყო, რადგან მენეჯერი მანამდე უკვე იყო ჩვენთან შემოსული ერთხელ. სხვათა შორის, ჩვენ ვთხოვეთ მას კონფლიქტის მოგვარება. ის ჩვენთან ოთახში დაცვის თანამშრომელთან ერთად იმყოფებოდა. დახმარება ვითხოვეთ, რადგან შექმნილი ვითარება ჩვენთვისაც მიუღებელი იყო. ჩვენც სტუმრები ვართ. ჩვენც სრული პატივისცემით ჩამოვედით ამ ქვეყანაში, თანაც არა პირველად, და ვიცით აქ როგორ უნდა მოვიქცეთ.

მაგრამ მეორე მხარე მართლაც ძალიან აგრესიული იყო. როცა ის ადამიანი ოთახში შემოიჭრა (ვიდეოც არსებობს, ჩვენც გვაქვს სრული ვიდეომასალა), ის უბრალოდ... ჩემი აზრით, არაადეკვატური იყო. არაადეკვატური თვალები ჰქონდა. და დიახ, ყველას შეგვეშინდა, მე კი გოგოების დასაცავად დავდექი.

არ ვფიქრობ, რომ სასტუმროს უსაფრთხოების სამსახურმა ხელი შეუწყო. უფრო მეტიც, მათ ძალიან დიდი შეცდომები დაუშვეს. მაგალითად, გვეუბნებოდნენ: "ფანჯრიდან არ გადმოიხედოთ", "პირდაპირ ქუჩაში არ გამოხვიდეთ". ყვიროდნენ: "ფანჯრიდან არ გადმოიხედოთ, შებრუნდით უკან ოთახში.

რაც ჩვენს მიმართაც არასწორია, რადგან ჩვენც სტუმრები ვართ. ისეთივე თანაბარუფლებიანი სტუმრები ვართ, როგორც ისინი, ვინც ქორწილს აღნიშნავდა. ჩვენც აღვნიშნავდით დაბადების დღეს. შემდეგ კი... სასტუმრომ საერთოდ არ დაგვიცვა ამ თავდასხმისგან. სასტუმროს ბოდიშიც კი არ მოუხდია და არ გაუკეთებია ის ყველაფერი, რაც აუცილებელი იყო კონფლიქტის მოსაგვარებლად, ეს ჩემი აზრია...

ჩემი პირველი დაკითხვა რამდენიმე საათით ადრე მოხდა. გულწრფელად რომ ვთქვა, ჩემს ადვოკატს ველოდებოდი. პოლიციამ მხოლოდ 24 საათის შემდეგ, მეორე დღეს დამკითხა.

პოლიციის მხრიდან ჩემს მიმართ ცუდი დამოკიდებულება არ მიგრძვნია. პირიქით, შეეცადნენ ნორმალურად და მშვიდად აეხსნათ, რა უნდა გაგვეკეთებინა და რა მოხდებოდა შემდეგ. მთხოვეს ვყოფილიყავი აბსოლუტურად გულწრფელი და ღია, ამიტომ მივაწოდე ყველაფერი, რაც გვქონდა" | ამბობს ალიონა ნესტერიუკი ინტერვიუში, რომელსაც სოციალურ ქსელში პრორუსი მამუკა ფიფია აქვეყნებს

 









ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ივანიშვილის დეპუტატი მახაშვილი - რაზე ვდავობთ ახლა? - ქალი, როდესაც რუსი არა ხარ, სხვა შემთხვევაში შეიძლება შენზე ძალადობა?
ლიბანის არმია სამხრეთის გათავისუფლებულ ზონებში შედის
იუდიტ პოლგარმა უნგრეთის პრეზიდენტობის შეთავაზება უარყო
უკრაინის პრემიერი: საერთაშორისო სავალუტო ფონდი უკრაინას უახლოეს დღეებში 690 მლნ დოლარს გამოუყოფს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics