|
2016-04-05 20:17:51, 862 ნახვა
სამხედრო
ანა დოლიძე ევროკავშირის წარმომადგენლობის უფროსის მოადგილეს შეხვდა
საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა დოლიძე ევროკავშირის წარმომადგენლობის უფროსის მოადგილეს, საგანგებო და სრულუფლებიან დესპანს საქართველოში კარლო ნატალეს შეხვდა. შეხვედრის მთავარ თემას ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში დაგეგმილი საგამოძიებო ღონისძიებები წარმოადგენდა. „თავდაცვის სამინისტროსთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეფექტურად და სწრაფად გამოვიძიოთ ის ბრალდებები, რომლებიც ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში მყოფ ჩვენს სამხედრო მოსამსახურეებს წაუყენეს. შესაბამისად, ჩვენ ვაწარმოებთ აქტიურ კომუნიკაციას სხვადასხვა უწყებებთან, პირველ რიგში, ევროკავშირის მისიასთან საქართველოში, რადგან, სწორედ, ევროკავშირის ფარგლებში იყო ეს სამხედრო მისია წარმართული. შესაბამისად, ამ შეხვედრაზე განვიხილეთ, რას აკეთებს თავდაცვის სამინისტრო, რა ნაბიჯები გადაიდგა და რა ნაბიჯები იქნება გადადგმული. ასევე ვისაუბრეთ დახმარებაზე, რომელიც შეუძლია ევროკავშირს შემოგვთავაზოს იმისათვის, რომ ჩვენს ყველა კითხვას მართებულად და სწრაფად გავცეთ პასუხი“,- აღნიშნა ანა დოლიძემ. ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში საგამოძიებო ჯგუფი უახლოეს პერიოდში გაემგზავრება.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)