|
2026-07-10 15:06:28, 727 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე: ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა ჯო უილსონის დონემდე დავიდა, ტრაგიკული მოვლენაა
ივანიშვილის წარმომადგენელის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ საქართველოს შესახებ მიღებული კრიტიკული რეზოლუციის ტექსტი "შეფასაებასაც არ იმსახურებს". კობახიძის შეფასებით, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა ამერიკელი რესპუბლიკელი კონგრესმენის ჯო უილსონის "დონემდე დავიდა", რაც ტრაგიკულია. "ტექსტი შეფასებასაც არ იმსახურებს, სამწუხაროდ, არამხოლოდ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მიმართ, არამედ ზოგადად, ეუთოს მიმართ ქართული საზოგადოების ნდობას ასუსტებს, რა თქმა უნდა, ასეთი დოკუმენტები, რაც ძალიან სამწუხაროა, ვხედავთ, რომ ჯო უილსონის დონემდე დავიდა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა და ეს არის ძალიან ტრაგიკული მოვლენა. ჩვენ შესაბამის დასკვნებს გამოვიტანთ ამ ფაქტიდან". - ამბობს კობახიძე. შეგახსენებთ, 8 ივლისს ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოს შესახებ კრიტიკული რეზოლუცია მიიღო.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)