|
2015-01-07 20:09:04, 4986 ნახვა
მსოფლიო
ვიდეოზე რომელიც „Charlie Hebdo"-ზე თავდასხმას ასახავს ისმის სიტყვები -"ალაჰ აკბარ" - ვიდეო
"ისინი არიან, რელიგიური ფანატები და ტერირისტები, რომელთა დანდობაც არ შეიძლება", - ასე ეხმაურება, "საფრანგეთის ეროვნული ფრონტის" ლიდერი მარი ლე პენი დღეს პარიზში დატრიალებულ ტრაგედიას. პოლიტიკოსი გამოდის ინიციატივით, მას შემდეგ რაც დადგინდება ტერორისტების ვინაობა, მათ ნათესავებს ჩამოერთვათ საფრანგეთის მოქალაქეობა და გაძევებული იყვნენ ქვეყნიდან. ამასთან საინფორმაციო საშუალებებით, ვრცელდება „Charlie Hebdo"-ზე თავდასხმის ვიდეოკადრები, რომელიც, რედაქციის მოპირდაპირე სახურავიდან ტელეფონით გადაიღეს. ვიდეოში ჩანს ტერორისტი, რომელიც რედაქციას ესვრის სიტყვებით "ალაჰ აკბარ". ტერაქტის შემდეგ თავდამსხმელები ყვირილით - „ალაჰ აქბარ“ და „წინასწარმეტყველისთვის შური ვიძიეთ“ გარბოდნენ. - არსებული ინფორმაციით ვიდეოს შესწავლა შესაბამისმა სამსახურებმა დაიწყეს. შეგახსენებთ, პარიზში ჟურნალ „Charlie Hebdo“-ს რედაქციის თავდასხმას 12 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო 10 დაშავებულია. ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, 4 მათგანის მდგომარეობა კრიტიკულია. არსებული ინფორმაციით, რედაქციას თავს ორი ნიღბიანი ადამიანი ავტომატებით დაესხა და იქ მომუშავე პერსონალს ცეცხლი გაუხსნა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)