|
2016-04-05 11:54:39, 487 ნახვა
საზოგადოება
ოთარ დანელიას მოწვევით საქართველოში არაბული ფონდების ხელმძღვანელი პირები იმყოფებიან
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის, ოთარ დანელიას პირადი მოწვევით საქართველოში მსხვილი არაბული ფონდების ხელმძღვანელი პირები იმყოფებიან. როგორც „ექსპრესნიუსს“ სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს სოფლის მეურნეობის დარგში საინვესტიციო პოტენციალს არაბეთის ეკონომიკური განვითარების ქუვეითის სახელმწიფოს ფონდის ევროპისა და ცენტრალური აზიის გენერალური დირექტორი, არაბთა საკოორდინაციო ფონდის, რომელიც საუდის არაბეთის, ქუვეითის, აბუდაბისა და კატარის სახელმწიფოების ფონდებისგან შედგება და ოპეკის საერთაშორისო განვითარების ფონდის (OFID) წარმომადგენლები ადგილზე ეცნობიან. მათივე ინფორმაციით, სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე ოთარ დანელიამ სტუმრებს საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიის ძირითადი მიმართულებები, მიმდინარე პროექტები, აგრარული დარგის საექსპორტო პოტენციალი და საინვესტიციო შესაძლებლობები გააცნო. მინისტრის განცხადებით, არაბული ფონდების წარმომადგენლები დეტალურად შეისწავლიან საქართველოში არსებულ საინვესტიციო გარემოს. „დელეგაციის წევრებისთვის პრიორიტეტული სოფლის მეურნეობის კუთხით ინვესტიციების განხორციელების შესაძლებლობებია, თუმცა ინტერესს ინფრასტრუქტურული, ენერგეტიკული და სავაჭრო მიმართულებებითაც გამოხატავენ. იმედი გვაქვს, აღნიშნულ უმსხვილეს ფონდებთან მნიშვნელოვანი პროექტებით გავაგრძელებთ თანამშრომლობას და ფორმატი იქნება გრძელვადიანი და მასშტაბური“, - განაცხადა ოთარ დანელიამ. „დღევანდელი შეხვედრა საკმაოდ ნაყოფიერი და საინტერესო იყო იმ თვალსაზრისით, რომ დღეს ჩვენ გვქონდა პატივი შევხვედროდით საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრს. განვიხილეთ საქართველოში საინვესტიციო შესაძლებლობები.ვგეგმავთ არა ერთი პროექტის განხორციელებას, მათ შორის,საირიგაციო და ენერგეტიკული მიმართულებებით“, - განაცხადა ქუვეითის ფონდის ევროპისა და ცენტრალური აზიის გენერალურმა დირექტორმა, იუსეფ ალ ბადერმა. როგორც შეხვედრაზე სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის (IFAD) ახლო აღმოსავლეთის ჩრდილოეთ აფრიკის და ევროპის მიმართულების პროგრამების დირექტორმა, ხალიდა ბუზარიმ აღნიშნა,ფონდის მიზანია ისეთი ამბიციური პროექტების განხორციელება, რომლებიც ხელს შეუწყობს საქართველოში ინოვაციური იდეების პილოტირებასა და კონკურენტიანობის ზრდას როგორც ქვეყნის შიგნით,ასევე მის ფარგლებს გარეთაც. დელეგაციის წევრები იმ საერთაშორისო უმსხვილესი ფონდების ხელმძღვანელები არიან, რომლებიც მსოფლიო მასშტაბით ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობის მიზნით ინვესტიციებს, საგრანტო პროგრამებს (ტექნიკური, ეკონომიკური და ფინანსური კვლევების მიზნით) საერთაშორისო და რეგიონული განვითარების საფინანსო ინსტიტუტების კაპიტალით უზრუნველყოფის ღონისძიებებს ახორციელებენ. ეკონომიკური ზრდის სტიმულირებისა და სიღარიბის დაძლევის მიზნით,აღნიშნული ფონდები მსოფლიოს მასშტაბით ხელს უწყობენ აუცილებელი ინფრასტრუქტურის მშენებლობას, სოციალური მომსახურების გაძლიერებას და პროდუქტიულობის, კონკურენტუნარიანობისა და ვაჭრობის ზრდას. ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრები საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის, ენერგეტიკის, ფინანსთა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითრების სამინისტროების წარმომადგენლებს შეხვდებიან.
ვაშინგტონმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქებას არ გააგრძელებს
ზელენსკიმ რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების აზერბაიჯანში გამართვა შესთავაზა
მაკრონი: ევროპელებმა უნდა აღიარონ, რომ აშშ, ჩინეთი და რუსეთი ახლა ჩვენს წინააღმდეგ არიან
ზელენსკი აზერბაიჯანში ალიევთან შესახვედრად ჩავიდა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)