|
2026-06-12 16:01:10, 3712 ნახვა
პოლიტიკა
ევროკომისიის სპიკერი: ტექნიკური დონის შეხვედრა იყო, ხელისუფლებას ანგარიში წარედგინება
ევროკომისიის პრესსპიკერმა, მარკუს ლამერტმა ევროსკოპის რედაქტორისა და ჟურნალისტის თამარ ნუცუბიძის კითხვის პასუხად ბრიუსელში გუშინ გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა, რომელიც ევროკავშირსა და საქართველოს შორის სავიზო საკითხთან დაკავშირებით გაიმართა. მისი თქმით, ევროკომისიასა და საქართველოს ოფიციალური პირების დელეგაციას შორის გამართული გუშინდელი შეხვედრა ტექნიკური დონის იყო, რომელიც ფოკუსირებული იყო ვიზების შეჩერების მექანიზმის ამოქმედების გამომწვევ საკითხებზე. "პროცესის მიზანია იმ გარემოებების გამოსწორება, რამაც შეჩერების მექანიზმის გააქტიურება გამოიწვია - ესაა საქართველოს მიერ უვიზო რეჟიმის პირობებში აღებული ვალდებულებების დარღვევა, დემოკრატიისა და ფუნდამენტური უფლებების მიმართულებით", - თქვა მან და დასძინა, რომ შეხვედრა დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელი საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერებას მოჰყვა. მისივე თქმით, კომისიამ დეტალურად გააცნო ქართულ მხარეს თავისი გადაწყვეტილების მიზეზები, რომლებიც დემოკრატიასა და ფუნდამენტურ უფლებებს ეხება. მან ასევე აღნიშნა, რომ ქართული ოცნების ხელისუფლებას ანგარიშს წარუდგნენ, რომელშიც არსებით და პოტენციურ შემდგომ ნაბიჯებს განიხილავენ. "გუშინდელი შეხვედრა ტექნიკური დონის შეხვედრა იყო, რომელიც ფოკუსირებული იყო ვიზების შეჩერების მექანიზმის ამოქმედების გამომწვევ საკითხებზე. კომისიამ დეტალურად გააცნო თავისი გადაწყვეტილების მიზეზები, რომლებიც დემოკრატიასა და ფუნდამენტურ უფლებებს ეხება. ქართულმა მხარემ ასევე წარმოადგინა თავისი შეხედულებები. დისკუსია ფაქტებზე დაფუძნებულ ატმოსფეროში წარიმართა. ორივე მხარე შეთანხმდა, რომ ხელისუფლებას წარუდგენენ ანგარიშს და განიხილავენ არსებით და პოტენციურ შემდეგ ნაბიჯებს", - განაცხადა მან.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)