|
2026-06-12 12:13:00, 1424 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე: ჩავკეტეთ შანტაჟის ყველა გზა, დარჩა თეორიული ინსტრუმენტი - ვიზალიბერალიზაცია
ირაკლი კობახიძის პირველი კომენტარი გუშინ ბრიუსელში, უვიზო მიმოსვლის თემაზე გამართული შეხვედრის შემდეგ - პრემიერი ევროკავშირის მხრიდან ისევ შანტაჟზე საუბრობს. " მგონი, ზოგადი სურათი ყველასთვის ცხადია, ჩვენ ყველა მიმართულებით ღია ვართ დიალოგისთვის, მათ შორის იმ თემებზეც, რაც ბრიუსელში, კონკრეტულად ვიზებთან დაკავშირებით განიხილებოდა. ჩვენი პასუხები არის ძალიან ცხადი, მკაფიო. ყველაფერი დანარჩენი არის პოლიტიკა. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ საბოლოოდ, ევროპულ ბიუროკრატიაში მიდგომები შეიცვლება. ჩამოყალიბდება სამართლიანი მიდგომა ქართველი ხალხის მიმართ, ჩვენი სახელმწიფოს მიმართ, ჩვენი ქვეყნის მიმართ. ყველა კითხვაზე გვაქვს პასუხი და აბსოლუტურად ღია ვართ დიალოგისთვის. სამწუხაროა, რომ ვიზალიბერალიზაციის საკითხი შანტაჟისთვის გამოიყენება. ჩვენ თავის დროზე რეალურად ჩავკეტეთ ყველანაირი გზა შანტაჟისტის. დარჩა ერთადერთი თეორიული ინსტრუმენტი, ეს არის ვიზალიბერალიზაცია და კონკრეტული ძალები ცდილობენ ეს ინსტრუმენტი გამოიყენონ შანტაჟისთვის ქართველი ხალხის და ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ. ეს არის არასწორი მიდგომა, ჩვენ სამართლიანი მიდგომა გვინდა და ამ გზავნილით ვესაუბრებით ჩვენს ევროპელ პარტნიორებს", - თქვა მან.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)