|
2026-06-12 11:16:25, 1278 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე: ნუ, ნაცმოძრაობას და ჯო უილსონს ჰყავთ ერთი პატრონი, ერთი ხელიდან იმართებიან
ქართული ოცნების პრემიერი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ "ჯო უილსონს და ნაცმოძრაობას ერთი პატრონი ჰყავთ". " ნუ, ნაცმოძრაობას და ჯო უილსონს ჰყავთ ერთი პატრონი, ერთი ხელიდან იმართებიან ისინი, იღებენ ერთი და იგივე ხალხისგან დავალებებს და აქედან გამომდინარე, აბსოლუტურად ლოგიკურია, რომ სინქრონიზებულია მათი განცხადებები ერთმანეთთან. ნუ, ეს არის საბოლოო ჯამში ის გავლენა, რასაც ჩვენ ვუწოდებთ გლობალურ ომის პარტიას, ამერიკაში უწოდებენ - დიფ სთეითს. ჩინეთთან დაკავშირებით გზავნილებს რაც შეეხება - ხედავთ, რომ საქართველო და აშშ ერთად ვცდილობთ ჩინეთთან ურთიერთობების გაღრმავებას. ასეთ დროს, როდესაც ჯო უილსონი, რომელიც წარმოადგენს მმართველ პარტიას, თავს ესხმის საქართველოს ჩინეთთან ურთიერთობების გაღრმავების გამო, არის აბსოლუტურად ალოგიკური და ამ ალოგიკურობას აქვს ერთადერთი მიზეზი - ის იღებს დაკვეთებს, დავალებებს და ეს დავალებები არის მიმართული ჩვენი ხალხის ინტერესების, ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ, თუმცა, როგორც აქამდე არ ჰქონდა არავითარი განსაკუთრებული ფასი ჯო უილსონის განცხადებებს, ასევე იქნება მომავალშიც", - თქვა მან.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)