|
2026-06-11 16:30:24, 1067 ნახვა
პოლიტიკა
მარკუს ლამერტი: ვიზების შეზღუდვები გამოწვეულია საქართველოს მიერ ევროკავშირის წინაშე აღებული ვალდებულებების დარღვევით
„ევროკომისიასა და საქართველოს ოფიციალური პირების დელეგაციას შორის დღევანდელი შეხვედრის მიზანია იმ გარემოებების მოგვარება, რამაც გამოიწვია უვიზო რეჟიმის შეჩერება დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მქონე საქართველოს მოქალაქეებისთვის“, - განაცხადა ევროკომისიის პრესსპიკერმა მარკუს ლამერტმა ვიზების საკითხებზე ქართულ მხარესთან შეხვედრის წინ გამართულ ბრიფინგზე. „ეს არის ვიზების რეგულირების მექანიზმის სტანდარტული პროცედურა, რომელიც აქტიურდება ვიზების შეჩერების მექანიზმის ამოქმედების შემდეგ. ეს მოჰყვება 2026 წლის მარტში მიღებულ გადაწყვეტილებას, რომელიც ითვალისწინებდა უვიზო რეჟიმის 12 თვით შეჩერებას დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მქონე საქართველოს მოქალაქეებისთვის. ასევე მინდა გავიხსენო ის გარემოებები, რამაც გამოიწვია შეჩერება. ეს ეხება საქართველოს მიერ უვიზო რეჟიმის ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობას დემოკრატიისა და ფუნდამენტური უფლებების ძირითად სფეროებში“, - აღნიშნა ევროკომისიის პრესსპიკერმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)