21:37 - 21 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-06-11 16:24:12, 2568 ნახვა

კომენტარი
ბადრი ჯაფარიძე - სხდომა შეგნებულად არის დახურული, რომ საზოგადოებამ ვერ მოისმინოს საოცარი აბსურდი

"ლელო - ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ პოლიტიკური ლიდერების წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნა 1930-იანი წლების რეპრესიებს შეადარა. 

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი განმარტავს, რომ სწორედ მაშინ ხდებოდა ადამიანების გასამართლება იმის საფუძველზე, რომ ესა თუ ის პირი ხელისუფლებისთვის სასურველად არ მიიჩნეოდა. 

„სასამართლო სხდომა შეგნებულად არის დახურული, რათა საზოგადოებამ ის საოცარი აბსურდი ვერ მოისმინოს, რასაც ჩვენ ახლა ვესწრებით. ეს არის პოლიტიკური ლიდერების გამორჩეული დევნა - ყველასი ერთად! პოლიტიკური ლიდერები იმ პარტიებს წარმოადგენენ, რომელთაც ბოლო არჩევნებზე ყველაზე დიდი მხარდაჭერა მიიღეს. ეს იმ მიზანს ემსახურება, რომ განსხვავებული პოლიტიკური აზრი იდევნებოდეს და ამისთვის გამოყენებული იქნას პროკურატურა და სასამართლო.

ადამიანმა, რომელმაც ეს პროცესი დაუკვეთა, გადაწყვიტა, რომ ახლა პროცესი უნდა დააჩქაროს. ასეთ გადაწყვეტილებას ამ ქვეყანაში ერთადერთი ადამიანი იღებს, რომელიც სათანადო ნდობით აღჭურვილი პირების მეშვებით დავალებებს შესაბამის უწყებებს გადასცემს.

საქმეში არსებული მასალები სამაგალითო სისულელეს ადასტურებს, რომლის მაგალითი ძნელი წარმოსადგენია, გარდა 30-იანი წლებისა, როდესაც ადამიანებს ლონდონიდან ბომბეიმდე გვირაბის გათხრაში ადანაშაულებდნენ“, - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
7-8 საათის განმავლობაში თბილისში თვის ნორმაზე 1.5-ჯერ მეტი ნალექი მოვიდა – სააგენტო
გახარია: ოკუპაცია არ შეიძლება გახდეს ვაჭრობის საგანი და ანექსია - ნორმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics