|
2026-06-09 15:43:08, 2050 ნახვა
პოლიტიკა
4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებული 8 პირი საპროცესოს გაფორმების შემდეგ დარბაზიდან გაათავისუფლეს
4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებულ 8 პირს - ევა შანშიაშვილს, ალექსანდრე გოგოლაძეს, გოჩა ყატაშვილს, სულხან აბრალავას, რამაზ ჯორბენაძეს, ჯანდრი თირქიას, გენადი კელიხაშვილს და დათო ღუწკაიას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ. ბრალდებულები სასამართლოს სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს. ერთ-ერთი ბრალდებული ევა შაშიაშვილი ისედაც არ იმყოფებოდა პატიმრობაში, რადგან ის გირაოს სანაცვლოდ 5 000-ლარიანი არასაპატიმრო გირაოთო გაათავისუფლეს. ბრალდების მხარე მათ საპროცესო შეთანხმებას სამწლიანი პირობითი მსჯავრით უფორმებს. პროკურორის თანახმად, მათ დანაშაული აღიარეს და მოინანიეს. 2 ივნისს გახდა ცნობილი, რომ 4 ოქტომბრის საქმეზე, კერძოდ, ათონელის რეზიდენციასთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ერთ-ერთ ეპიზოდზე დაკავებულ 7 პირს პროკურატურა საპროცესო შეთანხმებას უფორმებს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)